რეაბილიტაცია - ნევროლოგია

კითხვა: მაინტერესებს ინსულტ გადატანილ ადამიანს თუ უტარდება თქვენთან რეაბილიტაცია , ისე რომ მარჯვენა უმოძრაო ხელფეხი აუმუშავდეს
პასუხი:

მოგესალმებით!
ინსულტი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევაა, რომელსაც თან სდევს ტვინის ქსოვილის დაზიანება და მისი მმართველი ფუნქციის მოშლა.
ინსულტის განვითარებაზე მიანიშნებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა, რომელიც შეიძლება მოხდეს ინსულტის განვითარებამდე რამდენიმე კვირით ან რამდენიმე თვით ადრე.
ინსულტის შედეგად შესაძლოა პარალიზება განიცადოს სხეულის ნახევარმა თავის ტვინის დაზიანებული ნაწილის საპირისპირო მხარეს. პარალიზებული კიდურები სრულიად ან ნაწილობრივ კარგავს მგრძნობელობას. ხშირად მარჯვენამხრივ დამბლას თან სდევს მეტყველების დარღვევა, ხოლო მარცხენამხრივს - ფსიქიკური გადახრები: ადამიანი გონზეა, მაგრამ ვერ ცნობს ახლობლებს, არ ახსოვს, სად არის, რამდენი წლისაა, რა ჰქვია.
ძალიან მნიშვნელოვანია მწვავე ინსულტის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება .პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ინსულტის ტიპი. ამისთვის ტარდება თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია და შემდეგ საჭიროებისას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ეს კვლევები საშუალებას იძლევა, ერთმანეთისგან გავარჩიოთ ჰემორაგიული და იშემიური ინსულტები, გამორიცხავს სხვა დაავადებებს და ავლენს ტვინის დაზიანებული უბნის ზუსტ ზომასა და მდებარეობას.იშემიური ინსულტის კვლევებში ასევე გამოიყენება ექსტრაკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, თავის ტვინის სისხლძარღვების ანგიოგრაფია ,დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ კი, ექსკლუზიურად ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სამკურნალო მეთოდების გამოყენება, როგორიცაა სისტემური ვენური თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია და ლოკალური არტერიული თრომბოლიზისი.
რაც შეეხება უკვე ხანდაზმული ინსულტების რეაბილიტაციას, გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში შესაბამისი განყოფილება არ ფუნქციონირებს და სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა