კითხვა: მყავს 17 წლის ბიჭი,ათი დღის იყო როცა მაუგლის ვარჯიშებზე მივიყვანე,მთელი ბავშვობა ჯანმრთელობას არ ვუჩიოდით,არასოდეს ქონია თუნდაც ფილტვების ანთება,თუმცა იყო და ახლაც არის ძალიან მორიდებული,უჭირს ურთიერთობა ხალხთან,აქვს დეპრესიული მომენტებიც,იკვებება რამოდენიმე სახეობის საკვებით,არ ჭამს ხორცეულს,,არცკი გაუსინჯავს,თუმცა ტკბილეულს და ხილს იღებს დიდი რაოდენობით.არის ნერვიული,ვერ სწავლობს,როცა რამეში მიზანს ვერ აღწევს,ჩუმად ტირის და ნერვიულობს,ვერაფრით შევძელი რომ ექიმთან წამეყვანა,არ მომდევს,თუ შეგიძლიათ რომ თუნდაც რაიმე დამამშვიდებელი,ან ტვინის მკვებავი დაუნიშნოთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
რა თქმა უნდა, მიმოწერის რეჟიმში ზუსტ დიაგნოზს ვერ მოგახსენებთ, თუმცა თქვენი მონათხრობის მიხედვით, მოზარდის ქცევები ჰგავს აუტისტურ ქცევებს.
აუტიზმი ადამიანის ნეიროგანვითარების დარღვევას წარმოადგენს ,რომლისთვისაც დამახასიათებელია ქცევითი დარღვევები, გადახრები სოციალურ ურთიერთობებში. აუტიზმი გამოხატულია სხვადასხვა ფორმებით, გარდა ამისა შესაძლოა აღინიშნებოდეს სხვა გონებრივი განვითარების პათოლოგიებთან ერთად.
აუტიზმით დაავადებული ადამიანისათვის სიძნელეს წარმოადგენს ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება სხვა ადამიანებთან, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში არსებობისათვის.
დასაზუსტებელია, აღნიშნული ქცევითი მახასიათებლები, პაციენტს ახლა, გარდატეხის ასაკში გამოუვლინდა თუ ბავშვობიდან ახასიათებდა.
როგორმე უნდა დაითანხმოთ და მიაკითხოთ შესაბამის სპეციალისტს.
სანამ რეალური დიაგნოზი არ არის ცნობილი, ნებისმიერი ფსიქოტროპული თუ დამამშვიდებელი პრეპარატი, უკუნაჩვენებია. მისი შეწყვეტის ან არასწორად შერჩევის შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნით მოზარდის ფსიქიკას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ანამნეზის ობიექტური შეკრებისა და შეჯერების შემდეგ, პაციენტს დაენიშნება საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, დაისმება დიაგნოზი და შეერჩევა მკურნალობის ინდივიდუალური კურსი.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20 
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა