კითხვა: გთხოვთ გვიპასუხოდ: ნევროზს რომელსაც ხუთი წელია ვატარებ, თითქმის ყველანაირი ცდის მიუხედავად ისევ ის მდგომარეობა მაქვს... მეშველება რამე?
პასუხი:

ნევროზი ხშირი სტრესული სიტუაციების, ხანგრძლივი მძიმე განცდებით განპირობებული მდგომარეობაა, რომელიც იწვევს ნერვული სისტემის დასუსტებას, შფოთვას და ვეგეტატიურ დარღვევებს (ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, კუჭის და სხვა ორგანოების მუშაობის მოშლა).
ნევროზისთვის დამახასიათებელია:

  • სტრესების მიმართ მაღალი მგრძნობელობა (უმნიშვნელო სტრესულ მოვლენებზე ადამიანი სასოწარკვეთილებით ან აგრესიით რეაგირებენ);
  • ემოციური ლაბილობა;
  • წყენიანობა;
  • სწრაფი დაღლა;
  • მეხსიერებისა და აზროვნების უნარის დაქვეითება;
  • გულისცემის გახშირება;
  • გაფანტულობა;
  • უძილობა ღამით და თვლემა დღისით;
  • ოფლიანობა;
  • არტერიული წნევის მერყეობა.


ნევროზის ძირითად მიზეზად ითვლება:

  • ხანგრძლივი ფსიქოემოციური და ფიზიკური გადაღლა;
  • გადატვირთვა;
  • უსიამოვნო განცდები;
  • ქრონიკული სტრესი – ეს შეიძლება იყოს როგორც სამუშაო, რომელიც ადამიანს მთელ ძალას ართმევს, ასევე პირად ცხოვრებაში სირთულეები, კონფლიქტები, რომელთა გამო ადამიანი ძლიერ განცდებშია, თუ ამ ფაქტორების შერწყმა ხდება, ნევროზი თითქმის გარანტირებულია.

ნევროზი აბსოლიტურად მოსარჩენი დაავადებაა. მისი მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა წარიმართოს. წამყვან მეთოდად ფსიქოთერაპია ითვლება, წამლებს დამხმარე როლი მიეკუთვნება. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, თავს ნუ გადაიღლით, ხშირად დაისვენეთ და მოდუნდით. ცუდზე ნუ იფიქრებთ, თავს შთააგონეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ უფასო კონსულტაციას ნევროლოგთან პარასკევს.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა