რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა

კითხვა: როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ რევმატოიდული ართრიტს?
პასუხი:

მოგესალმებით, რევმატოიდული ართრიტის თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვებელია. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ რევმატოლოგს, რომელიც შეაფასებს მიმდინარეობის რომელ სტადიაზეა დაავადება და დანიშნავს ადექვატურ მკურნალობას. რევმატოიდული ართრიტის მკურნალობაში, პაციენტის მობილობის გაუმჯობესების მიზნით მოწოდებულია მრავალმხრივი მიდგომა ფიზიოთერაპიული მეთოდების ( ფიზიოთერაპია, ერგოთერაპია, თერმო/კრიოთერაპია, ელექტროთერაპია), ფარმაკოთერაპიისა( სიმპტომური თერაპია, ანტირევმატიული საშუალებები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები ), სახსარშიდა ინექციებისა და სხვა თერაპიული საშუალებების გამოყენებით. საუკეთესო ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური მართვის რეჟიმის შერჩევისათვის მოწოდებულია ავადმყოფობის აქტივობის შესაფასებელი კრიტერიუმები, რომელიც პაციენტის ასაკის და თანხმხლები დაავადებების ჩათვლით, ითვალისწინებს, როგორც კლინიკურად გამოხატულ ნიშნებს, ისე შესაბამისი ანალიზებისა და კვლევების შედეგებს. რევმატოიდული ართრიტისთვის დამახასიათებელია: დილის შებოჭილობა, სამზე მეტი სახსრის დაზიანება, სახსრების სიმეტრიული დაზიანება, უპირატესად მტევნისა და იდაყვის სახსრის დაზიანება, რევმატოიდული კვანძები- სახსრის მიმდებარე, კანქვეშა კვანძები, რომლებიც იშვიათად გვხვდება დაავადების საწყის სტადიაში, ანტისხეულების ტიტრის მომატება ციკლური ციტრულირებული პეპტიდის მიმართ (სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტია), დადებითი რევმატოიდული ფაქტორი, დამახასიათებელია აგრეთვე, ტიპიური რადიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც ვითარდება დაავადების დაწყებიდან 1-2 წლის შემდეგ ან ავადმყოფობის გვიან ეტაპზე. როგორც ხედავთ, რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა რთულია და კარგი კლინიცისტი სჭირდება.მის მიერ დანიშნული ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად შეგიძლიათ ისარგებლოთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მიმდინარე აქციებით.
აქციის ფარგლებში ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა