თირკმლის უკმარისობა

კითხვა: გამარჯობათ ფეხების შეშუპება,პირში უსიამოვნო გემო,ჰაერის უკმარისობა რისი სიმპტომები შეიძლება იყოს?
პასუხი:

თირკმლის უკმარისობა არის თირკმლის ფუნქციის მოშლა, რომელიც გამოიხატება განსაზღვრული კლინიკურ-ლაბორატორიული სიმპტომოკომპლექსით ან სინდრომით და სიცოცხლისთვის საშიშ ერთ-ერთ გართულებას წარმოადგენს. მას საფუძვლად უდევს საკმაოდ რთული ფიზიოლოგიური  პროცესები, რომლებიც შეიძლება განპირობებული იყოს როგორც თირკმლის პირველადი დაზიანებით, ასევე არათირკმლისმიერი პათოლოგიებითაც. განასხვავებენ თირკმლის უკმარისობის ორ ტიპს: თირკმლის მწვავე უკმარისობას (თ. მ. უ.) და თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას (თ. ქრ. უ.).

 თირკმლის მწვავე უკმარისობა აღმოცენდება თირკმლის ფუნქციის სწრაფი მოშლის შედეგად რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. მისთვის დამახასიათებელი ძირითადი კლინიკური ნიშნებია:

–შარდის რაოდენობის შემცირება

–სითხის შეკავება ორგანიზმში, რაც ფეხების შეშუპებით გამოიხატება –ძილიანობა –ზერელე სუნთქვა –დაღლილობა –გონების დაბინდვა –გულისრევა –გულყრა ან კომა (უგონო მდგომარეობა) –გულმკერდის ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება თირკმელების ქრონიკული უკმარისობა პრაქტიკულად შეუქცევადია. მწვავესგან განსხვავებით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს კლინიკური სურათი პირველ ხანებში ნაკლებად არის გამოხატული. პაციენტები უჩივიან:

–საერთო სისუსტეს;

–უმადობას, რომელსაც მოგვიანებით ერთვის გულისრევა, ღებინება; –შრომისუნარიანობის დაქვეითებას; –შარდის რაოდენობის თანდათანობით შემცირებას.

თქვენ შემთხვევაში გირჩევთ,რომ მიმართოთ ნეფროლოგს,რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგინიშნავთ კვლევებს და დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას.

გამოაგზავნეთ შეკითხვა