მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის რეზუსფაქტორი;
- როდის ინიშნება ანტირეზუს D-იმუნოგლობულინი;
- როგორია რეზუსსისტემა.
Rh, ანუ რეზუსფაქტორი, მემკვიდრეობითი ცილაა, იგი მოთავსებულია სისხლის წითელი უჯრედების სხეულაკების ზედაპირზე.
უარყოფითი რეზუსანტიგენის ხსენებაზე, რამდენიმე წლის წინ, უმეტესობას ნაადრევად შეწყვეტილი ორსულობა ან დღენაკლული ახალშობილი ახსენდებოდა, მძიმე ჰემოლიზური დაავადებითა თუ სიცოცხლისუნარიანობის არცთუ დიდი შანსით. თუმცა, თანამედროვე მედიცინისთვის რეზუსკონფლიქტი, აღარ წარმოადგენს დაუძლეველ წინააღმდეგობას, რადგან, შემუშავებულია პროფილაქტიკისა და მკურნალობის ეფექტური მეთოდები, მათ შორისაა ანტირეზუს D-იმუნოგლობულინი. სავარაუდოდ, თქვენც სწორედ ანტირეზუს-იმუნოგლობულინს გულისხმობდით, რომელიც ინიშნება ორსულობის დროს (28-32-ე კვირას). მშობიარობის შემდეგ კი, იგი განმეორებით შეჰყავთ.
რეზუსუარყოფითი ქალბატონები, სპეციალურ აღრიცხვაზე დგებიან. ასევე, აუცილებელია ბავშვის მამის რეზუსფაქტორის განსაზღვრაც. თუ არსებობს რეზუსკონფლიქტის განვითარების ალბათობა, ორსულობისას რეზუსანტისხეულებზე სისხლს რამდენიმეჯერ იკვლევენ, პირველად - ორსულობის მე-20 კვირამდე, შემდეგ კი, თვეში ერთხელ მშობიარობამდე. თუ ანტისხეულების რიცხვი მომატებულია, ეს რეზუსკონფლიქტზე მიუთითებს.
ანტისხეულების აღმოჩენისას ორსული იგზავნება სპეციალიზებულ სამედიცინო ცენტრში.
ზოგადად, რეზუსსისტემა ასეთია:
თუ ორივე მშობელს აქვს 0 (I) ჯგუფის სისხლი, მათ შეიძლება ეყოლოთ მხოლოდ 0 (I) ჯგუფის სისხლის მქონე შვილი. თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს 0 (I) ჯგუფის სისხლი, ხოლო მეორეს A (II) ჯგუფისა, მათი შვილები ან 0 (I) ჯგუფისანი იქნებიან, ან A (II) ჯგუფისანი. ანალოგიურად, თუ ერთი მშობელი 0 (I) ჯგუფის სისხლის მქონეა, ხოლო მეორე -B (III)-სი, შვილებს შეიძლება ჰქონდეთ ან 0 (I), ან B (III) ჯგუფი.
თუ მშობლები A (II) და B (III) ჯგუფისანი არიან, შვილებში შეიძლება გამოვლინდეს არსებული ოთხი ჯგუფიდან ნებისმიერი -0 (I), A (II), B (III), AB (IV).
მიზეზი დედის იმუნური სისტემა და ერითროციტების აღქმის სისტემაა. ახალ ცილას ერითროციტები აღიქვამენ უცხოდ და იწყებენ მათ წინააღმდეგ რეზუს-ანტისხეულების გამომუშავებას, რომელთა საშუალებითაც ხდება ნაყოფის რეზუს + ერითროციტების მასიური დაშლა და ვითარდება რეზუსკონფლიქტი.
კონკრეტულ შემთხვევაში, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც არის ძალიან თბილი გარემო და გვყავს მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც დაგეხმარებიან ორსულობის დაგეგმარებასა და მართვაში, ასევე მოგაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას რეპროდუქტოლოგიურ საკითხებში.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/ginekologia/33
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!