კითხვა: მყავს თვენახევრის ბავშვი(ბიჭი). აქვს საფენისმიერი დერმატიტი( წვრილი გამონაყარი და კანი სძვრება, წყლულებივით). ვცადე უამრავი რამ, კრემებით დაწყებული საფენებით დამთავრებული, არაფერი შველის, იქნებ დამეხმაროთ! მადლობა!
პასუხი:
მოგესალმებით,
საფენისმიერი დერმატიტი ფართოდ გავრცელებულია და შეიძლება, გამოუვლინდეს ნებისმიერ პატარას, რომელიც ატარებს საფენს.
აუცილებელია, მიმართოთ პედიატრს ან ჩვილთა დერმატოლოგს, რადგან შესაძლოა გამონაყარი გამოწვეული იყოს კანის ინფექციით და შესაძლოა, იგი სხეულის სხვა ნაწილებზეც გავრცელდეს.
მანამდე კი, მოგცემთ რამდენიმე რეკომენდაციას:
- გამოიყენეთ მაქსიმალურად ჰაერგამტარი საფენი;
- შეცვალეთ საფენი 2-3 საათიანი ინტერვალით;
- ბავშვის დაბანისას არ გამოიყენოთ არომატიანი საპონი და უხეში ღრუბელი/პირსახოცი;
- გამოიყენეთ უალკოჰოლო სველი ხელსახოცი;
- ყოველი საფენის გამოცვლის დროს წაუსვით კანზე ან საფენზე დამცავი მალამო.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!