სახსრების გამოკვლევა

კითხვა: გამარგობათ, მაინტერესებს სახსრების გამოკვლევა თუ ხდება თქვენთან. ფეხის ტერფები მაწუხებს მონაცვლეობით. ოთხი ხუთი დღე მაქვს გაუსაძლისი ტკივილი. შემდეგ გამივლის ტკივილი. ექვს თვეში ისევ მიწყებს ტკივილს, ხან ერთ ფეხზე ხან მეორეზე, მონაცვლეობით. რას მირჩევთ თქვენ. მადლობთ
პასუხი:

გამარჯობა!  არსებობს სახსრების კვლევის სხვადასხვა მეთოდები . მათგან ჩვენს კლინიკაში თითქმის ნებისმიერის ჩატარებაა შესაძლებელი, მაგრამ რაკი აღნიშნავთ უშუალოდ ტერფის პრობლემებს, შემოგთავაზებთ შემდეგს : ავერსის აფთიაქებში დგას სპეციალური აპარატები. ამ აპარატზე გასინჯვის შემთხვევაში, რაც უფასოა, შეიძლება აღარც დაგჭირდეთ დამატებით ექიმთან ვიზიტი და შემოიფარგლოთ სათანადო , ფეხსაცმლის ბაღაშების გამოყენებით. თუ საჭირო იქნება ექიმ–სპეციალისტების კონსულტაცია, შეგიძლიათ მომართოთ კლინიკას სასურველ დროს . პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ , 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა