სახსრების ტკივილი

კითხვა: გამარჯობა. მაქვს კითხვა ეს ბოლო დღეებია დამეწყო სახსრებისთვის ტკივილი თან მუხლებში, ხან იდაყვერბში, ასევე მტკივა წინ ნეკნები და ვგრძნობ ძვლების ტკაცუნს. ვარ 27 წლის, მქონდა კალცის ნაკლებობაც. ვის მივამართო და რა შეიძლება იყოს?!
პასუხი:

მოგესალმებით! სახსრების ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, ის სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია.  ტკივილი სახსრებში ხშირ შემთხვევაში ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს.   ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს. სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. სახსრების ტკივილის ძირითადი კლინიკური სიმპტომებია:  დეფორმაცია, ტკივილი, სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რეაქცია, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის  ფუნქციის მოშლა, პათოლოგიური მოტეხილობა. როგორც აღნიშნეთ, გქონდათ კალციუმის დეფიციტიც,  ადამიანის სისხლში კალციუმის შემცველობა 1%-ს შეადგენს. კალციუმი ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს მართავს. სისხლში მისი კონცენტრაცია მუდმივად უცვლელი უნდა იყოს. კალციუმის დანარჩენი 99% თავმოყრილია ძვლებში, საიდანაც ხდება მისი ტრანსპორტირება სისხლში მუდმივი დონის შესანარჩუნებლად. ძნელია დისტანციურად, გამოკვლევებისა და ახალი ანალიზების გარეშე დაგისვათ ზუსტი დიაგნოზი. თქვენ გესაჭიროებათ თერაპევტი ან რევმატოლოგი,  რევმატოლოგთან კონსულტაციისათვის წინასწარ ჩაწერა შეგიძლიათ  ნომერზე   577 119 119   ან   202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა