საკვერცხის ცისტა (კისტა) - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაქვს ცისტა საკვერცხეზე (არაერთგვაროვანი შიგთავსით) მაინტერესებს რამდენად საფრთხის წინაშეა რეპროდუქციული სისტემა ამ დროს და როგორი მკურნალობის მეთოდი უმჯობესია.მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
საკვერცხეები ქალის ორგანიზმში არსებული წყვილი რეპროდუქციული ჯირკვალია, რომელიც მდებარეობს მენჯის ღრუში, საშვილოსნოს გვერდზე - მის ორივე მხარეს.
საკვერცხის ცისტების განვითარება უამრავმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა სახის და ბუნების ცისტები.
უმეტეს შემთხვევაში, კისტები ვითარდება საკვერცხეების ნორმალური ფუნქციონირების დროს. ისინი ზოგადად ზიანის მომტანი არაა და მკურნალობის გარეშეც უკვალოდ ქრებიან რამდენიმე თვეში.
საჭიროა მიმართოთ გინეკოლოგს და პერიოდულად აკონტროლოთ კვანძის ზომებში ზრდა დინამიკაში.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, უშუალო ვიზიტისას ექიმი–გინეკოლოგი გაგსინჯავთ და გიპასუხებთ ამომწურავად თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა