საკვერცხის კისტა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა,სამი თვის წინ გოგონას 17 წლისას აღმოვაჩინეთ რომ აქვს კისტა საკვერცხეზე და კვერცხსავალ მილში,ჩაუტარდა მკურნალობა თუმცა უშედეგოდ,შემდეგ გამოვიკვლიეთ ჰორმონები და პროლაქტინი აქვს 33 არის თუ არა შესაძლებელი რომ კისტის მიზეზი იყოს პროლაქტინის მომატებული მაჩვენებელი,ეხლა ერთი თვე დოსტინექსი დავალევინე,როდის უნდა ჩავატაროთ კიდევ ეხოსკოპიური კვლევა და თუ კიდევ იყო კისტა შემდეგ როგორ უნდა მოვიქცე.გმადლობ
პასუხი:

მოგესალმებით,
საკვერცხის ცისტა (იგივე კისტა) არის საკვერცხეში სითხის დაგროვება, რომელიც გარემოცულია თხელი გარსით. საკვერცხის ნებისმიერი ფოლიკულა, რომელიც ზომით 2 სმ-ს აჭარბებს – საკვერცხის ცისტაა.
საკვერცხის კისტა საკვერცხეში სითხის დაგროვებით ყალიბდება, რომელიც თხელი გარსითაა შემოსაზღვრული და გადიდებისკენაა მიდრეკილი. უმეტეს შემთხვევაში, კისტები ვითარდება საკვერცხეების ნორმალური ფუნქციონირების დროს. ისინი ზოგადად ზიანის მომტანი არაა და მკურნალობის გარეშეც უკვალოდ ქრებიან რამდენიმე თვეში.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, დიახ, შესაძლებელია პროლაქტინის მაღალი მაჩვენებელი კისტაზე მიუთითებდეს, თუმცა, ჰიპერპროლაქტინემია ფიზიოლოგიურიც შეიძლება იყოს და პათოლოგიურიც. შესაბამისად, პროლაქტინის დონის მომატება ყოველთვის პათოლოგიურ პროცესზე არ მიუთითებს.
საჭიროა მიმართოთ გინეკოლოგს და ენდოკრინოლოგს, პერიოდულად აკონტროლოთ კვანძის ზომებში ზრდა დინამიკაში.
ზოგადად, კონტროლი სასურველია, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ამის შესახებ ინფორმაციის მოწოდება მკურნალი ექიმის პრეროგატივაა.
მიჰყევით მის მითითებებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ექიმი–გინეკოლოგი შეაფასებს მდგომარეობას ობიექტურად, დაუნიშნავს პაციენტს შესაბამის მკურნალობას და გიპასუხებთ ამომწურავად თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა