მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა დანიშნულება აქვს ფალოპის მილს;
- რა არის სალპინგექტომია;
- რა დროს ტარდება სალპინგექტომია;
- რა არის მენოპაუზა;
- კლინიკის აქცია-შეთავაზება.
ზოგადად, ფალოპის მილი, ქალის რეპროდუქციული სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თქვენ გაქვთ ჩატარებული სალპინგექტომია, რაც არის ერთი (ცალმხრივი) ან ორივე (ორმხრივი) ფალოპის მილის ქირურგიული რეზექცია (მოცილება, ამოჭრა) და ქალის სტერილიზებას გულისხმობს . ამ დროს საერთოდ შეუძლებელია კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრა.
სალპინგექტომია შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა პათოლოგიის მკურნალობის მიზნით, მათ შორისაა:
- ექტოპიური ორსულობა;
- ბლოკირებული ფალოპის მილი;
- ინფექცია.
- ფალოპის მილის კიბო.
ჩატარებული ოპერაცია, შედეგობრივად განიხილება როგორც სამუდამო, შეუქცევადი პროცესი, რაც ნიშნავს, რომ პაციენტს ბუნებრივი გზით შვილი აღარასოდეს ეყოლება.
თქვენს შემთხვევაში, თუ ასაკს გავითვალისწინებთ, სავარაუდოდ, ჩივილის გამომწვევია მენოპაუზა.
მენოპაუზა კი, ის პერიოდია, როდესაც საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, ამის კვალობაზე, მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედის მომწიფება კი, უფრო და უფრო იშვიათდება, რაც არარეგულარული მენსტრუალური ციკლით ვლინდება და ადრე თუ გვიან დგება დრო, როდესაც საკვერცხეების ფუნქციობა წყდება.
მენოპაუზის დროს გამოიხატება ისეთი ფსიქოვეგეტატიური დარღვევები, როგორიცაა:
- ძილის დარღვევა;
- ოფლიანობა;
- დეპრესიული მდგომარეობა;
- გულისცემის აჩქარება;
- ალები;
- შფოთვა.
აღნიშნული სიმპტომები, მენოპაუზის თანმდევია და შესაძლოა გამოიხატოს როგორც მუდმივად, ისე პერიოდულად.
მენოპაუზასთან დაკავშირებული დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმით, ესენია:
- ჯანსაღი, დაბალანსებული კვება;
- ჰორმონების დეფიციტის შევსება;
- საკმარისი ფიზიკური აქტივობა.
ჩვენი რჩევა იქნება, მომართოთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დაგინიშნავთ მედიკამენტებს თქვენი ჩივილების შესამცირებლად.
კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ გინეკოლოგის კონსულტაციას + მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპიას მხოლოდ 15 ლარად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/ginekologiuri-aqcia-15-larad/31556
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
ქოლცენტრში დარეკვისას, სასურველია, დააფიქსიროთ, რომ აქციის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდათ „შეკითხვა ექიმმა“.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!