სამეანო ექოსკოპია

კითხვა: გამარჯობა, 8 თვის ორსული ვარ და ეხოსკოპისტმა მითხრა რომ თავის ტვინის მარცხენა პარკუჭის სისხლძარღვოვანი წყლულის მარცხენა მხარეს აღინიშნება 2 ცისტა 7 მმ მდე. ისიც მითხრა რომ გაციებული თუ იყავი ეგ ტოვებსო. იქნებ ზუსტად მითხრათ საშიშია არის თუ არა რამე ? მადლობა წინასწარ.
პასუხი:

გამარჯობა!  გაგვიჭირდება პასუხის გაცემა ,  ვინაიდან  როდესაც კვლევას ატარებს სპეციალისტი უშუალოდ მისი ვალდებულებაა გიპასუხოთ ამომწურავად . თუ ჩვენმა ექოსკოპისტმა  შეაფასა თქვენი მდგომარეობა გაგცემთ პასუხს მარტივად , მაგრამ თუ სხვაგან აქვს ჩატარებული ექოსკოპია უნდა ინახოს ნამდვილად არის თუ არა ცისტები და მიზეზი შესაძლებელია იყოს მრავალი. ასევე არის ცისტები , რომლებიც შემდეგ შესაძლოა აღარ იყოს. გააჩნია ანამნეზს და სხვა პარამეტრებს . ამიტომ უმჯობესია მობრძანდეთ კონსულტაციაზე სპეციალისტთან ჩატარებული კვლევის პასუხით და მიიღებთ კვალიფიციურ პასუხს . გმადლობთ ,რომ ენდობით კლინიკას ,გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა