სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგია

კითხვა: გამარჯობათ. მყავს 5 წლის გოგო სახეზე ყბის ძვალთან გამოსული აქვს ჯირკვალი,ტხილის გულის ზომის.განსაკუთრებით გამოკვეტილია გაცივების ან მაღალი სიცხის დროს.ხო ვერმეტკვით რატო აქვს,ან რომელ ექიმს მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით! მოგახსენებთ , რომ მსგავსი პათოლოგია შესაძლოა დაკავშირებული იყოს სანერწყვე ჯირკვლის დაავადებასთან ,რომელიც რომელიმე ინფექციური დაავადების ( მონონუკლეოზი) ფონზე არის განვითარებული.ასევე , შესაძლოა იყოს კენჭი სანერწყვე ჯირკვალში, ან ცისტური ჩანართი.
სამწუხაროდ, დისტანციურად კორექტულ პასუხს ვერ გაგცემთ .
უნდა გაიაროთ კონსულტაცია ყბა-სახის ქირურგთან. ჩვენი კლინიკა პაციენტებს ემასახურება 15 წლის ასაკიდან. შესაბამისად, მოგიწევთ მიმართოთ ბავშვთა კლინიკას. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა