სანერწყვე ჯირკვალი სეკრეტორული ორგანოა, რომელიც ნერწყვს გამოიმუშავებს. ნერწყვი გამომტანი სადინარების მეშვეობით პირის ღრუში ხვდება, სადაც საკვების გუნდას ერევა და ხელს უწყობს მის მონელებას. ადამიანს აქვს რამდენიმე დიდი ზომის სანერწყვე ჯირკვალი: წყვილი ყბაყურა, წყვილი ქვედა ყბისქვეშა და ერთი ენისქვეშა, – რომლებიც ძირითად ფუნქციას ასრულებს. გარდა ამისა, მცირე ზომის სანერწყვე ჯირკვლებით მოფენილია პირის ღრუს მთელი ლორწოვანი გარსი – პირის ღრუს ფსკერი, ლოყის ლორწოვანი, სასის ლორწოვანი. არსებობს სანერწყვე ჯირკვლების როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნეები, როგორც უშუალოდ სანერწყვე ჯირკვლის ქსოვილისგან განვითარებული, ისე შერეულიც, რომლებსაც ლიტერატურაში პლეომორფული ან პოლიმორფული ადენომის სახელით ვხვდებით. სიმსივნეებს იმის მიხედვითაც აჯგუფებენ, რა ტიპის უჯრედებისგანაა განვითარებული. სიმსივნური პროცესი ყველაზე ხშირად ყბაყურა სანერწყვე ჯირკვლებში ვითარდება. საბედნიეროდ, წარმონაქმნს სწრაფი ზრდა არ ახასიათებს, პაციენტმა შესაძლოა 4-5 წლის ანამნეზით მიმართოს სპეციალისტს . არც ტკივილია დამახასიათებელი. პაციენტი, წესისამებრ, უჩივის სახის დეფორმაციას, ასიმეტრიას, გამობერილობას ყბაყურა ჯირკვლის მიდამოში. გამოცდილი კლინიცისტი დიაგნოზს ხელით გასინჯვითაც დასვამს, თუმცა, თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, ოპერაციულ ჩარევამდე აუცილებელია ჯირკვლის ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და ბიოფიური მასალის მორფოლოგიური კვლევა. ეს ყველაფერი უტყუარი დიაგნოზის დასასმელადაა საჭირო. თუმცა კვლევის გარეშეც მიმდინარეობს მკურნალობა , ზოგადი გაუტკივარების თანხლებით სიმსივნური წარმონაქმნის ამოღება და მისი მორფოლოგიური კვლევა.
ჩვენსკლინიაკში გვაქვს უახლესი აპარატურა სანერწყვე ჯირკვლის პრობლემების გამოსაკლვევად და სამკურნალოდ . აქციის ფარგლებში ყბა–სახის ქირურგთან ვიზიტი უფასოა ყოველ ხუთშაბათს. საჭიროა წინასწარ ჩაწერა ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!