სარძევე ჯირკვლების ასიმეტრიული ზომა

კითხვა: გამარჯობათ. ვარ 19 წლის.მარცხენა მკერდი ოდნავ ჩამოწეული მაქ მარჯვენასთან შედარევბით და რას მირჩევთ? მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით! მოგახსენებთ , რომ ზოგადად სარძევე ჯირკვლები არის ასიმეტრიული ზომის .  უმეტეს შემთხვევაში ეს არ შეიმჩნევა (როცა  ზომებში განსხვავება მცირეა), არის შემთხვევები როცა ეს საგრძნობლად შესამჩნევია. ეს შესაძლოა იყოს გამოწვეული   მემკვიდრეობით , ცხიმოვანი ჯირკვლის არათანაბარი  განვითარებით, ხერხემლის სვეტის რაიმე პათოლოგიით  (გამრუდება), არის შემთხვევები როდესაც მეძუძურ დედას მხოლოდ  ერთ რომელიმე (ან მარცხენა ან მარჯვენა) ჯირკვალში აქვს მხოლოდ რძე, ამ შემთხვევაშიც გარკვეული პერიოდი  ცალი ჯირკვალი ყოველთვის დიდი ზომისაა. ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ექიმ მამოლოგს და ჩაიტაროთ შესაბამისი კვლევები . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა