საშვილოსნოს ყელის ეროზია - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს საშვილოსნოს ყელის წყლული რომელიც ექიმმა აღმოაჩინა პაპ-ტესტის გაკეთებისას და მაინტერესებს რამდენად საშიშია და ასე ერთი შეხედვით ამ დიაგნოზის დასმა ცოტა მაეჭვებს რადგან მანამდე გავიკეთე ეხოსკოპია და მხოლოდ ანთებები მითხრა საშვილოსნოში. როგორ შემილია ზუსტად გავიგო ნამდვილად მაქვს თუ არ საშვილოსნოს ყელის წყლული და პაპ-ტესტის პასუხს ველოდები და კონკრეტულად რას გავიგებ პაპ-ტესტით თუ შეიძლება რომ მითხრათ. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით!
საშვილოსნოს ყელის ეროზია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც აქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფრცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, წყლული, რომელსაც ეროზიას უწოდებენ.

პაპ-ტესტი

იგივე  პაპანიკოლაუს ტესტი მნიშვნელოვანი სკრინინგული კლევასაშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის. ზოგჯერ მას უწოდებენ ასევე ცერვიკალურ ნაცხს ციტოლოგიაზე, ონკოციტოლოგიაზე. იგი ხელმისაწვდომი, მარტივი და უმტკივნეულო მეთოდია და საშუალებას გვაძლევს, ადრეულ სტადიაში აღმოვაჩინოთ საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობა ან კიბო, რაც, თავის მხრივ, საწინდარია დროული მკურნალობისა და დაავადების პროგრესირების შეფერხებისა.
დაელოდეთ პაპ-ტესტის პასუხს და მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც აქციის ფარგლებში მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს. ვიზიტისას სასურველია თან იქონიოთ, ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა