მოგესალმებით,
ამ ასაკში სხვა ბავშვებიც ეხებიან საკუთარ სასქესო ორგანოებს – ინტერესისთვის. სქესობრივი ინტერესის გამოვლენა ყველა ბავშვს ახასიათებს. არ არის აუცილებელი, ფეხდაფეხ სდიოთ მას.
თქვენ ალბათ მიიჩნევთ, რომ ეს უმსგავსო საქციელია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ორგანიზმის შეცნობას უკავშირდება და ნუ ჩათვლით ონანიზმად. თუ ბავშვის ცნობისმოყვარეობა არ მოგწონთ, შეგიძლიათ ყურადღება მისთვის საყვარელ სათამაშოზე გადაატანინოთ.
თუ სხეულის რომელიმე ნაწილისადმი ბავშვს შიშს ჩაუნერგავთ, მით უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს მას, ხშირად იფიქრებს მასზე და უფრო ცუდ შედეგს მიიღებთ.
თუ თვლით, რომ სიტუაცია საჭიროებს სპეციალისტის ჩართულობას, უმჯობესია, ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში მიმართოთ ნევროლოგს.
იქიდან გამომდინარე, რომ „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს – ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!