სათესლე ჯირკვლის შეშუპება - უროლოგია

კითხვა: გამარჯობა! მარცხენა სათესლე ჯირკვალი მაქვს ოდნავ შესიებული და დაბლა დაწეული. სიარულისას მტკივა ხოლმე და უსიამოვნო შეგრძნება მაქვს. ხომ ვერ დამეხმარებოდით?
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად რა თქმა უნდა შეუძლებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა, თუმცა მოგაწოდებთ ზოგად ინფორმაციას.
სათესლე ჯირკვლის ტკივილი ნებისმიერი ასაკის მამაკაცშია მოსალოდნელი. ტკივილი შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი ან ყრუ, ტკივილის მიზეზი არის სხვადასხვა პათოლოგიები, მათ შორისაა ვარიკოცელე – სათესლე ჯირკვლის ვენების ვარიკოზულ გაგანიერება.
დაავადება ხშირად აქვთ მათ, ვისაც დიდხანს დგომა და მძიმე ფიზიკური შრომა უწევს. ის უმეტესად მარცხენა სათესლეზე გვხვდება.
ცალმხრივი ვარიკოცელეს მიზეზი უმეტესად ანატომიური თავისებურებაა და შეიძლება მიზეზი გენეტიკურიციყოს . ახასიათებს ყრუ ტკივილი საზარდულის არეში და დაჭიმულობა.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელად უნდა ჩატარდეს ექოსკოპია და დოპლეროგრაფია, სათესლე ჯირკვალში სისხლის დინებისა და ვარიკოზულად გაგანიერებული ვენური წნულის დიამეტრის განსასაზღვრად.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უროლოგთან უფასო კონსულტაცია, რომლის დროსაც, თუ საჭირო გახდება, ასევე უფასოდ ჩაგიტარდებათ ექოსკოპიაც.
უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა