მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, თქვენს მიერ აღწერილ ჩივილებს შესაძლოა, ნევროლოგიური პრობლემების გარდა, იწვევდეს:
- დისფაგია;
- საყლაპავის თიაქარი;
- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები.
სასურველია, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და კონსულტაცია გაიაროთ ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, რათა ინსტრუმენტული კვლევის შედეგად, დარწმუნებით გამოირიცხოს საყლაპავის პათოლოგია.
ამის შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება მოგეცეთ შესაბამისი მითითება მკურნალობის შესახებ. ასევე შესაძლებელია, მკურნალობაში ჩაერთოს სხვა ექიმიც, მაგალითად ენდოსკოპისტი.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, მათ შორის ნევროლოგი და ენდოკრინოლოგიც. რაც ვფიქრობთ, ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში დამღლელი ვიზიტების განხორციელება. ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, გაგიწევთ სათანადო მომსახურებას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/24
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !