ბავშვებში ყველაზე ხშირად საზარდულის თიაქარი გვხვდება. იგი უმეტესად წლამდე ვლინდება და უფრო ხშირადაც იჭედება ახალშობილობის პერიოდში. ვისაც თიაქარი გამოაჩნდება, წლამდე თითქმის ყველას უტარდება ოპერაცია. იშვიათია, ბავშვს თიაქარი ერთი წლის შემდეგ გაჰყვეს. საზარდულის თიაქარი თუ არ ჩაიჭედა, საშიში არ არის, მაგრამ გეგმურ ქირურგიულ მკურნალობას მაინც მოითხოვს. მართალია, პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები , როდესაც საზარდულის თიაქარი თავისთავად გაქრა და შემდეგ აღარც გამოვლენილა, მაგრამ ასეთ შემთხვევებზე ორიენტირება არ შეიძლება.
საზარდულის თიაქარმა შესაძლოა დაბადებისთანავე იჩინოს თავი, მაგრამ თუ არ იჭედება ან იშვიათად იჭედება, ექვს თვემდე ოპერაციის გაკეთება არ არის სასურველი . თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თუ ბავშვი ფიზიკურად კარგად არის განვითარებული, გეგმური ოპერაცია სამი-ოთხი თვის ასაკშიც დასაშვებია, რა თქმა უნდა, ისეთ კლინკაში, სადაც საამისოდ ტექნიკური საშუალება არსებობს.
ჩვენი კლინიკა ემსახურება 15 და მეტი ასაკის მქონე პირებს.შესაბამისად ,მიმართეთ ასაკობრივ კლინიკას .გმადლობთ ,რომ გვენდობით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !