მოგესალმებით!
საზარდულის ტკივილის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი კუნთის, იოგის ან მყესის დაჭიმვაა, განსაკუთრებით ათლეტებში (ჰოკეი, ფეხბურთი). საზარდულის ტკივილი შესაძლოა ტრავმის შემდეგ დაიწყოს, ან თანდათანობით განვითარდეს კვირეების ან თვეების განმავლობაში. საზარდულის ტკივილი გამწვავდება დაზიანებული ადგილის მოძრაობის დროს.
შედარებით იშვიათ შემთხვევებში,ტკივილს ძვლის დაზიანება, მოტეხილობა ან თირკმლის კენჭებიც კი იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ სათესლე ჯირკვლის ტკივილი განსხვავდება საზარდულის ტკივილისაგან, სათესლე ჯირკვლის ზოგიერთ პათოლოგიასთან ასოცირებულ ტკივილს ახასიათებს გავრცელება.
ტკივილის პირდაპირი და არაპირდაპირი გამომწვევი მიზეზებია:
- ავასკულური ნეკროზი (იოგი ან მყესი შორდება ძვალს);
- მოტეხილობა (სათესლე ჯირკვლის მილაკის ანთება);
- ეპიდიდიმიტი (სათესლე პარკის შეშუპება);
- ჰიდროცელე (სათესლე პარკის შეშუპება)ტკივილი საზარდულის არეში;
- საზარდულის თიაქარი;
- კენჭები თირკმელში;
- კუნთის დაჭიმვა;
- ორქიტი (სათესლე ჯირკვლის ანთება);
- ოსტეოართრიტი;
- მოყოლილი ნერვი;
- მსხლისებრი კუნთის სინდრომი;
- მოძრავი სათესლე ჯირკვალი (მოძრაობს სათესლე პარკიდან მუცლის ღრუში და პირიქით);
- თეძოს ნერვის ანთება;
- მასები სათესლე პარკში;
- სპერმატოცელე (სითხე სათესლე ჯირკვალში);
- დაჭიმვა ან დაძაბვა;
- დატვირთვის მოტეხილობა;;
- ლიმფური კვანძების შესიება;
- ტენდინიტი;
- სათესლის კიბო;
- საშარდე გზების ინფექცია;
- ვარიკოცელე (გადიდებული ვენები სათესლე პარკში).
სწრაფად და მწვავედ განვითარებული სათესლე ჯირკვლის ტკივილი შეიძლება იყოს სათესლე ჯირკვლის შემოგრეხვის ნიშანი. ამ დროს სათესლე ჯირკვალი სწრაფად კარგავს სისხლმომარაგებას. ეს მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს, რათა არ მოხდეს სათესლე ჯირკვლის დაკარგვა.
ზუსტი მიზეზის დასადგენად, თუ რა იწვევს თქვენ შემთხვევაში ამ სიმპტომებს, შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში უროლოგთან უფასო კონსულტაციას ხუთშაბათს. თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!