შარდ–სასქესო სისტემის პრობლემები - უროლოგია

კითხვა: მაქვს გახშირებული და გაძნელებული შარდვა. ექიმებმა დიაგნოზი ვერ დამისვეს. ანალიზებმა და ექოსკოპიამ პროსტატა და რაიმე ანთებითი დაავადება არ აჩვენეს შეიძლება თუ არა დაავადება იყოს ნევროზული/ ფსიქოლოგიური? ან ???????
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია.
დასაზუსტებელია : როდის დაგეწყოთ აღნიშნული პრობლემები და ხედავთ თუ არა კავშირს რომელიმე სქესობრივ ურთიერთობასთან ,როდის და რა გარემოებებში იყო ეს ფაქტი , გაწუხებთ თუ არა ტკივილი ან წვა შარდვის დროს, შეცვლილია თუ არა შარდის ფერი, ხომ არ გრძნობთ ტკივილს სათესლე ჯირკვლების არეში და ა.შ.
გარდა ამისა რა გამოკვლევებია ჩატარებული და გაქვთ თუ არა მათი მონაცემები დოკუმენტების სახით ?
რაც შეეხება შარდვის პრობლემების ფსიქოლოგიურ მიზეზებთან კავშირს – როგორც წესი , ეს პრობლემა, ძირითადად, ქალებში გვხვდება, მამაკაცებში კი, პრაქტიკულად, არ არსებობს.
სარწმუნო საბოლოო დიაგნოზის დასმისათვის აუცილებელია ექიმ-სპეციალისტის მიერ დანიშნული შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უროლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა