მოგესალმებით,
კონკრემენტი (კენჭი) კლასიფიცირდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- ზომა;
- ლოკალიზება;
- რენტგენოლოგიური მახასიათებლები;
- ეთიოლოგი;
- მინეროლოგიური შემადგენლობა და განმეორებითი კენჭების გაჩენის რისკის ხარისხი.
ეტიოლოგიის მიხედვით არსებობს ინფექციური ან არაინფექციური პროცესების დროს წარმოქმნილი კენჭები, გენეტიკური დარღვევების შედეგად გაჩენილი და ასევე მედიკამენტების მიღების გამო წარმოქმნილი.
რაც შეეხება წნევებს, ციებ–ცხელებას, გულისრევას და სისხლიანი შარდის არსებობას, სწორედაც შესაძლოა შარდკენჭოვან დაავადების გამოვლინება იყოს.
დისტანციურად რეკომენდაციების გაცემა, ჩვენი მხრიდან არაპროფესიული იქნება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს.
ექიმი უშუალო კონსულტაციისას შეკრებს ანამნეზს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით გამოკვლევებს და დაგეგმავს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას.
უფასო კონსულტაციის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!