კითხვა: მყავს 2.6გოგო 2დღე არ ქონდა კუჭის მოქმედება და მესამე დღეს დეფეკაციის დროს ცოტა სისხლი გამოაყოლა და ეტკინა.მას სემდეგ დაეწყო შიშები და სანთლის ან ოყნის გარეშე არ აქვს კუჭის მოქმედება ითმენს რაც შეუძლია,მაგრამ სანტელზეც და ოყნაზე ისეტი ისტერიკა ემართება ლამის კრუნჩხვებსი ჩავარდეს,გთხოვთ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?
პასუხი:

მოგესალმებით,
შეკრულობა არის ერთ–ერთი გავრცელებული პრობლემა ყველა ასაკის ბავშვებში. ამ დროს აღინიშნება იშვიათი, გაძნელებული, მტკივნეული დეფეკაცია – დიდი ზომის განავლოვანი მასებით.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში ნაწლავთა მოქმედება ხდება 1-2–ჯერ დღეში ფორმირებული მასებით.
4 წლამდე ასაკის ბავშვებს კი, ნაწლავთა მოქმედება აქვთ 1-2–ჯერ დღეში ფორმირებული მასებით.
ნაწლავთა მოქმედების დროს ბავშვი ჭირვეულობს და ტირის, რადგან მისი მუცლის კუნთები ჯერ კიდევ სუსტია.
აუცილებელია, ვიზიტი განახორციელოთ ბავშვთა გასტროენტეროლოგთან. მხოლოდ მისი რეკომენდაციით შეიძლება შესაბამისი სანთლების მიღება. ასევე, აუცილებელია გაკონტროლდეს ბავშვის კვების რაციონი.
ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. მანამდე კი, რაციონიდან ამოიღეთ:

  • მყარი და ნახევრადმყარი საკვები;
  • ორცხობილა ( ე.წ სუხარი) ;
  • კარტოფილის პიურე;
  • ბროწეული;
  • კომში და ა.შ.

მიმართეთ თქვენს პედიატრს, ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში გასტროენტეროლოგს.


„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა