შეწყვეტილი ორსულობა

კითხვა: გამარჯობათ, 5 კვირის ფეხმძიმე ვიყავი როდესაც მივედი ექიმთან ,გინეკოლოგმა გამსინჯა ხელით ,სარკით ,გადავიღე ეხო და არ აჩვენა ორულობა 1 კვირის მერე მომეშალა მუცელი,მაინტერესებს მოშლის მიზეზი შეიძლებოდა ეს ყოფილიყო? 1თვე გავიდა მაგის მერე ეხლა მაქვს გამონადენი ,ეხლა იმდენად მეშინია ექიმთან მისვლის ,და გინეკოლოგის.
პასუხი:

გამარჯობა!  ნამდვილად სამწუხარო ფაქტია ,თუმცა აღნიშნული მანიპულაცია არ იქნებოდა ორსულობის შეწყვეტის მიზეზი .სხვა ფაქტორებით იქნებოდა გამოწვეული ,შესაბამისად თუ გსურთ  ალტერნატიული აზრის მოსმენა , მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ,შეაფასებს ჩვენი ექიმი მდგომარეობას და გაგცემთ ამომწურავ პასუხს .გმადლობთ ,რომ ენდობით კლინიკას , გისურვებთ ჯანმრთელობას ! 

გამოაგზავნეთ შეკითხვა