კითხვა: ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ .15 წლის უკან ვიმშობიარე და სიმფიზიტის ძვლის გათიშვის იოლი ფორმა მქონდა და მაწუხებს და ვის მივმართო არ ვიცი ხომ არ დამაკვალიანებთ?
პასუხი:
გამარჯობა! თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე,შემთხვევა ძალიან ხანდაზმულია, გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია იმის ზუსტად დადგენა თუ რასთან გვაქვს საქმე,კერძოდ შეიძლება ეს იყოს ბოქვენის სახსრის დიასტაზი,ან სიმფიზიტი. გირჩევთ მიმართოთ ორთოპედ – ტრავმატოლოგს. საჭირო იქნება რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური კვლევების ჩატარება ,ასევე აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის დადგენა.
გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკაში , ექიმ–ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!