სიმფიზიტი

კითხვა: გამარჯობა! ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. ვარ 26 წლის, მეოთხედ მშობიარე. 37 კვირის ორსული. მაქვს სიმფიზიტი 18 მმ. მაინტერესებს რა რისკები შეიძლება მოყვეს ფიზიოლოგიურად მშობიარობას? ბოლო 1 თვეა პირიქით მიკლო ტკივილებმა და უსიამოვნო შეგრძნებებმა, ბოქვენის ძვალი ხელის დაჭერითაცხ არ მტკივა. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

სიმფიზიტი ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს, მაგრამ უფრო ხშირად ის ორსულობის შუა პერიოდში შეგაწუხებთ, ან მის მესამე ტრიმესტრში, ასევე შესაძლოა მშობიარობის შემდეგ იგრძნოთ მისი სიმპტომები.
თუ სიმფიზიტი ერთი ორსულობისას გქონდათ, მაღალია ალბათობა, რომ ის მეორე ორსულობისასაც შეგაწუხებთ. ასევე სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაში ის უფრო ადრე და სწრაფად განვითარდეს, ამიტომაც ეცადეთ თავი აარიდოთ ორსულობას, სანამ წინა ორსულობის სიმპტომები არ გაქრება და ასევე დროულად მიმართეთ ექიმს.
სიმფიზიტის მკურნალობის მიმართ მიდგომა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ორსულობის პერიოდზე. შესაძლებელია კალციუმის პრეპარატების დანიშვნა და ორსულობის ქამრის ტარება. უცხოელი სპეციალისტები კი გვირჩევენ:
ვივარჯიშოთ – მუცლისა და მენჯის კუნთების ვარჯიში აძლიერებს იმ კუნთებს რომლებიც მენჯის ძვლების სტაბილურობას განაპირობებს; გამოვიყენოთ მანუალური თერაპია და წერტილოვანი მასაჟი,მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ ორსულებთან მუშობის გამოცდილება ჰქონდეს თქვენს ექიმს; ასევე მნიშვნელოვანია, რომ სიმფიზიტის მდგომარეობა გაითვალისწინოთ მშობიარობის პროცესში და შეარჩიოთ ბავშვის შობისთვის მოსახერხებელი პოზიცია; სიმფიზიტის დროს დასაშვებია ფიზიოლოგიური მშობიარობა და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს . მშობიარობის შემდეგ სხეული და მენჯის სახსრებიც ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება. რეაბილიტაციის პროცესი რომ წარმატებით გავიდეს, დაეხმარეთ თქვენს სხეულს. სიმფიზიტის შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა ფიზიოთერაპია.გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა