კითხვა: გამარჯობათ,დედაჩემს ეჩვენება ორად და ყელში აქვს ნახველი და არ ამოდის და რის ბრალია? და ყლაპვა უჭირს ან რაიმე მედიკამენტს ხომ ვერ ურჩევდით დედაჩემს?
პასუხი:
გამარჯობა! ასეთი შემთხვევის დისტანციურად დიაგნოსტირება და მკურნალობა შეუძლებელია.
თუმცა, რა თქმა უნდა, ჩანს, რომ ძალიან საყურადღებოა და დაყოვნება და ზერელე მიდგომა არ შეიძლება რეალური სურათის დასადგენად საჭიროა ბევრი საკითხის გარკვევა, მათ შორის: რამდენი წლისაა პაციენტი, როდის დაეწყო აღნიშნული ჩივილები და რას უკავშირებს მათ აღმოცენებას. აქვს თუ არა ქრონიკული დაავადებები, მაგალითად დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, ან სხვა ენდოკრინული დაავადებები, ხომ არ აქვს გადატანილი ინსულტი და ა.შ.
სწორი იქნება პაციენტი მობრძანდეს კლინიკაში და ჩაიტაროს კონსულტაციები ოფთალმოლოგთან და ნევროლოგთან, შემდგომში, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან სხვა სპეციალისტები.