მოგესალმებით,
დუგლასის ფოსო ანატომიური ფოსოა მცირე მენჯის ღრუში, კერძოდ, საშვილოსნოსა და სწორ ნაწლავს შორის. დუგლასის ფოსოში 5 მლ-მდე სითხე ფიზიოლოგიურად მიიჩნევა და პათოლოგიაზე არ მიუთითებს. საზოგადოდ, დუგლასის ფოსოში სითხის არსებობა ყველაზე ხშირად პოსტოვულაციურ პერიოდს ემთხვევა. მომწიფებული ფოლიკული ოვულაციის დროს სკდება და მისი შიგთავსი მცირე მენჯის ღრუში ჩაიღვრება.
დუგლასის ფოსოში არაფიზიოლოგიური ოდენობის სითხის არსებობა შესაძლოა ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესზე მიუთითებდეს. ესენია:
- გარეთა ენდომეტრიოზი;
- საკვერცხის ცისტის აპოპლექსია (გასკდომა)’
- საკვერცხის ცისტის შემოგრეხა;
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებადი პროცესები;
- პელვიოპერიტონიტი;
- ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა.
კონკრეტული სამედიცინო შემთხვევის მიმოწერის რეჟიმში შეფასება, სცილდება ჩვენი სერვისის სტანდარტის ფარგლებს.
არასწორი და არაობიექტურია, დისტანციურად შეაფასო კოლეგების სამკურნალო მეთოდი ისე, რომ არ იცნობდე უშულოდ კლინიკურ მიმდინარეობას და სამედიცინო დოკუმენტებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ვიზიტზე ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან, რომელიც ანამნეზის შეკრების და ობიექტური გასინჯვის შემდეგ, დაგინიშნავთ მკურნალობას.
თუ გადაწყვეტთ განახორციელოთ ვიზიტი, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/ginekologia/33
გაცნობებთ რომ, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!