სხეულის სრული გამოკვლევა - მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია

კითხვა: სხეულის სრული გამოკვლევა როგორ უნდა მოხდეს? თუ ეს შესაძლებელია..
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, გაეცნოთ შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის მაგნიტურ-რეზონასნული ტომოგრაფია;
  • რა არის მაგნიტურ-რეზონანსული სკრინინგი;
  • ქირურგიის ეროვნული ცენტრის მძლავრი MRI;
  • აქცია - მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული სკრინინგი.

მოგახსენებთ, რომ მთლიანი სხეულის გამოსაკვლევად მხოლოდ ერთი რუტინული კვლევა არ არსებობს და საჭიროა დაავადების ძიება ჩივილების შესაბამისად.
თუმცა, ჩვენს კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, შეგიძლიათ, ჩაიტაროთ მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული სკრინინგი, რომელზეც მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ანუ MRI, გვაძლევს საშუალებას, კონკრეტული სეგმენტის კვლევისას, გვქონდეს ორგანოს და მისი ქსოვილის მკაფიო და დეტალური გამოსახულება, რენტგენული სხივების ან „მაიონებელი“ გამოსხივების გარეშე.
MRI იყენებს ძლიერ მაგნიტურ ველსა და რადიო ტალღებს, სწრაფად ცვლის მაგნიტურ ველებს, რაც იძლევა საშულებას, დროულად დადგინდეს ქსოვილის დაზიანება, დაავადების მიმდინარე პროცესი ან პათოლოგია.
რაც შეეხება MRI სკრინინგს, ეს არის მთლიანი სხეულის ფართო, ზოგადი მიმოხილვა. დიაგნოსტიკური MRI გამოიყენება ისეთი პათოლოგიების დასადგენად, რომელსაც, ადრეულ სტადიაზე შეიძლება არ ჰქონდეს გამოხატული რაიმე სიმპტომი.
მაგნიტურ-რეზონანსული სკრინინგის საშუალებით, შეგვიძლია პოტენციური პრობლემის იდენტიფიცირება, რადგან, ამ მეთოდით, კვლევის არეალი გაცილებით დეტალური და თვალსაჩინოა.

MRI_skriningi

ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს Toshiba-ს ფირმის უახლესი თაობის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი Vantage Elan 2015 წლის მოდელი, რომელიც თავისი შესაძლებლობებით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე. აპარატი აღჭურვილია მძლავრი ტექნოლოგიური პაკეტებითა და კვლევის უახლესი რეჟიმებით.
აღსანიშნავია, რომ მთლიანი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული სკრინინგის შემდეგ, თუ გამოიკვეთა რომელიმე ორგანოს პათოლოგია, ჩვენი კლინიკა ამ ორგანოს დეტალური კვლევის ჩატარების საშუალებას გაძლევთ ერთი თვის ვადაში (პროგრამა დააფიქსირებს ერთი თვის შუალედს), აქციის ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად! მაგალითად, სკრინინგისას თუ მუცლის ღრუს პათოლოგია გამოვლინდა, რომლის კვლევის ღირებულებაც 280 ლარია, თქვენ ამ კვლევას ჩაიტარებთ 200 ლარად.
აქციის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/chaitaret-mtliani-skheulis-magnitur-rezonansuli-skriningi/31547

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა