მოგესალმებით,
სოკოვან ინფექციას კანდიდოზის სახელითაც ხშირად იხსენიებენ. ამ მიკროორგანიზმს, ძალიან უყვარს ადამიანის ორგანიზმზე ან ორგანიზმში ცხოვრება. სოკოვანი ვაგინიტის დროს (ვაგინალურ კანდიდოზს რომ უწოდებენ) ქალს საშოს შეწითლება, ტკივილი, ქავილი და ხაჭოსებრი გამონადენი აწუხებს. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მძაფრად არის გამოხატული სქესობრივი კავშირის დროს ან მის შემდეგ.
შარდსასქესო ორგანოების კანდიდოზი უმეტესად დაავადებულთან ან ინფექციის მატარებელთან სქესობრივი კონტაქტით გადაედება, წესისამებრ, მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა დათრგუნულია, თუმცა, შესაძლოა დასნებოვნება სქესობრივი კონტაქტის გარეშეც.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს არაპროფესიული და არაეთიკურია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, უფასო კონსულტაცია გინეკოლოგთან, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
ასევე, შეგიძლიათ ჩაიტაროთ სრული გინეკოლოგიური გამოკვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციაზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!