სომატოფორმული აშლილობა - ნევროლოგია

კითხვა: მოგწსალმებით. მაქვს ასეთი კითხვა. 2013 წელს ექიმმა დამისვა დიაგნოზი სომატომორფული დისფუნქცია. ვიმკურნალე.ეხლა მაქვს იგივე სიმპტომები.არ ვიმყოფები საქართველოში. ვიყავი ექიმთან და დამინიშნა დიაზეპამი 5 მგ.დღეში ერთხელ.2 კვირის განმავლობაში.ცოტა ხანს კარგად ვიკავი.მერე მივედი ისევ და მითხრა 3 კვირა დალიეო.მეტი არა დამოკიდებულებას იწვევსო.ვგრძნობ რომ არ ნიშნავს დოზას ხანგრძლივობას სწორად.მაქსიმუმ რამდენ ხანს შეიძლება ამ პრეპარატის მიღება ისე რომ არ გამოიწვიოს დამოკიდებულება.როგორც მახსოვს 2013 წელს ექიმმა დამინიშნა კლონაზეპამი 2 მგ/ის 1/4 კოველ დღე 2 თვის განმავლობაში
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, სომატოფორმული აშლილობის დროს პაციენტი, ზედმეტად აქცევს ყურადღებას ფიზიკურ სიმპტომებს, როგორიცაა დაღლილობა ან ტკივილი და თვლის ,რომ ეს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თქვენ შეიძლება თვლით, რომ სერიოზული დაავადება გაქვთ და მუდმივად ეძებდეთ რაიმე ახსნას მაშინაც კი, როდესაც ექიმებს გამორიცხული აქვთ სერიოზული პათოლოგიები.
მკურნალობის ძირითადი მეთოდები ფსიქოთერაპია და მედიკამენტური თერაპია გახლავთ, მკურნალობის ხანგრძლივობა კი ნევროზის ფორმაზეა დამოკიდებული.
სასურველია ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიოთ: ხელი მოჰკიდოთ სპორტს, დაიცვათ ძილის ჰიგიენა და დღე–ღამური რიტმი, თავი დაანებოთ თამბაქოს, იკვებოთ რაციონალურად და ა.შ.
სასურველი ეფექტის მისაღებად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ე.წ. აუტოტრენინგს, ეცადეთ თავი აიყვანოთ ხელში და დადებითად განეწყოთ მკურნალობისადმი.
რაც შეეხება დიაზეპამს, ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად დოზა უნდა იქნას დადგენილი ინდივიდუალურად.
მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმალურად ხანმოკლე.
აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის დადასტურების მიზნით, განსაკუთრებით სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 2-3 თვეზე მეტი, მოხსნის პერიოდის ჩათვლით.
როდესაც ჩამობრძანდებით საქართველოში, აუცილებელია თქვენს მკურნალ ექიმს გააცნოთ დიაზეპამით მკურნალობის შედეგები, სთხოვეთ მას, რომ აგიხსნათ და გესაუბროთ თქვენი დაავადების თავისებურებებზე.
სავარაუდოდ, საჭირო იქნება დიაზეპამის – კლონაზეპამით ჩანაცვლება. თუმცა, გირჩევთ თვითმკურნალობას თავი აარიდოთ.
ასევე მნიშვნელოვანია, თქვენმა მკურნალმა ექიმმა განიხილოს რაიმე დამატებითი გამოკვლევის საჭიროება. მაგალითად, თავის ტვინის რადიოლოგიური და ნეიროფიზიოლოგიური კვლევები.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20 

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა