სქესობრივი მომწიფების დარღვევები

კითხვა: გამარჯობა ძალიან მაინტერესებს შეიძლება თუ არა ბავშვს მომწიფების პერიოდი 9წლის ასაკში დაეწყოს? ცალი მკერდი ტკივა და მკერდის თავთან სიმაგრე აქვს. ბავშვს შაქრიანი დიაბეტი იკეთებს ინსულინს და ხომ არ შეიძლებოდა მას დაეჩქარებინა ეს პროცესი? მადლობა წინასწარ
პასუხი:

გამარჯობა! სქესობრივი მომწიფების დაწყების ასაკი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვანია ისიც, რას მივიჩნევთ ნორმად. ნორმის მაჩვენებლები სხვადასხვა რასისთვის სხვადასხვაა. სამწუხაროდ, საქართველოში სქესობრივი მომწიფების შესახებ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს.კავკასიური, თეთრი რასის წარმომადგენლებისთვის –  ასაკი 7-8 წელია.  7 წლის ასაკში სქესობრივი მომწიფების დაწყება ადრეულ ვარიანტად მიიჩნევა და არა ნაადრევად. ვაჟებთან ეს პროცესი 1-2 წლით გვიან იწყება.უწინარესად, ვაკვირდებით სასქესო ნიშნების განვითარებას: გოგონებთან – მკერდის ზრდას,  თმიანობის გაჩენას, საბოლოოდ კი მენსტრუალური ციკლის დაწყებას; დამახასიათებელია კანის გაცხიმიანება, სახეზე აკნეს გაჩენა და ოფლის მძაფრი სუნი. დარღვევა მაშინ უნდა ვიეჭვოთ, როცა მომწიფება აღნიშნულ ვადებში ვერ თავსდება. როცა ის ვადებს უსწრებს, საქმე ნაადრევი მომწიფების სინდრომთან გვაქვს, ხოლო დაგვიანების შემთხვევაში – სქესობრივი მომწიფების შეფერხებასთან.უნდა ითქვას, რომ სქესობრივი მომწიფების შეფერხება ვაჟებთან უფრო ხშირია, ხოლო გოგონები ნაადრევი მომწიფებისკენ არიან მიდრეკილნი. თანამედროვე ენდოკრინოლოგიის მიდგომა სქესობრივი მომწიფების დარღვევის მკურნალობის საკითხთან  საკამათოა.მსოფლიო ენდოკრინოლოგიაში ორგვარი მიდგომა არსებობს და კონსენსუსისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ეს ნორმის ვარიანტია, არავითარი მკურნალობა არ სჭირდება, დაკვირვებაც საკმარისია, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ეს პათოლოგიაა და სასქესო ჰორმონების მცირე დოზებით პროცესს ბიძგის მიცემა მაინც სჭირდება.თქვენს შემთხვევაში გირჩევთ მიმართოთ ენდოკრინოლოგს ,რომელიც მოგცემთ რეკომენდაციას შემდგომი მკურნალობის ტაქტიკაზე.გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას

გამოაგზავნეთ შეკითხვა