ნევროზი

კითხვა: მოგესალმებით... ხშირათ მაქვს უცნაური თავის ტკივილი გაბრუება ხან თვალებში მაწვება წვა მაქვს ..მაქვს შიშები მგონია რაგაც დამემართება....ვმუშაობ 24საათიანში ვიყავი ნევროპათოლოგთან და ნევროზიაა..დამინიშნა ანტიდეპრესანტი მაგრამ არვდავლიეეე..რას მირჩევთ...
პასუხი:

მოგესალმებით! ნევროზები - ეს არის შექცევადი ხასიათის ფუნქციური ფსიქოგენური დარღვევებით მიმდინარე დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც აღმოცენდება ფსიქიკური ტრავმის ზემოქმედების შედეგად და მიმდინარეობს უგუნებობით, ხასიათის ცვალებადობითა და სომატოვეგეტატიური გამოვლინებებით. ნევროზი ყველა ასაკში სხვადასხვა ფორმით გვხვდება. ზრდასრულ ასაკში ნევროზის კლინიკური გამოვლინება პიროვნების თავისებურებებს უკავშირდება და გარემოსთან შეგუების მექანიზმების დათრგუნვას გულისხმობს. ეს იმაზეა დამოკიდებული, შეუძლია თუ არა პიროვნებას, დაძლიოს საკუთარი მოთხოვნილებები, როდესაც ვითარდება კონფლიქტი მოთხოვნილებებს, შესაძლებლობებსა და შედეგს შორის. . ერთი მხრივ, ნევროზის ფორმირება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის პიროვნულ თავისებურებებს, გარეშე ზემოქმედებათა მიმართ ამტანობის მემკვიდრეობით ხასიათს, ორგანიზმის შემგუებლობის უნარს. მეორე მხრივ, ნევროზის განვითარება განისაზღვრება ფსიქიკური ტრავმით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ერთმომენტიანი (მაგალითად, საყვარელი ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალება), ასევე ხანგრძლივი (კონფლიქტური სიტუაცია ოჯახში, სამსახურში და ა.შ.), მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ემოციურად მნიშვნელოვანია ავადმყოფისთვის და მისთვის განსაზღვრულ ცხოვრებისეულ ფასეულობას წარმოადგენს. გარდა ამისა, ნევროზი ხშირად ემართებათ ადამიანებს, რომელთაც ბავშვობაში ფსიქიკური ტრავმა აქვთ გადატანილი, მაგალითად, იზრდებოდნენ არასასურველ ოჯახურ ატმოსფეროში, ხშირად ავადმყოფობდნენ და სხვა.

გამოაგზავნეთ შეკითხვა