სქესობრივი პრობლემა - სექსოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ დამეხმარეთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე. ვარ 7 თვის გათხოვილი ძალიან მინდა მყავდეს შვილი. ჩემს მეუღლეს არააქვს ურთიერთობის სურვილი სულ რამდენჯერმე გვქონდა ურთიერთობა. ვერ ვიტყვი არ ვუყვარვარ ან სხვა ყავს ეს თითქმის გამორიცხულია. ვეხვეწები ექიმთან მიდითქო მაგრამ ამის აღიარება არ უნდა რომ პრობლემები აქვს. ვიცი რომ ექიმთან ამ საკითხზე არ მივა. იმიზეზებს დიდი ხანია ქალი არ მყოლია და ეს არის მიზეზი და გამოსწორდებაო მაგრამ ამასობაში 7 თვე გავიდა. მეც არ ვარ პატარა დრო არ მაქვს 42 წლის ვარ. მას ყავს შვილები პირველი ქორწინებიდან. იქნებ რამე პრეპარატი არსებობს რომელიც დაგვეხმარება. არ მინდა ოჯახის დანგრევა. ამას ხომ ვერავისთან ვერ ვიტყვი. გეხვეწებით დამეხმარეთ რა გავაკეთო. ლამისსაა გავგიჟდე. გთხოვთ რამე მირჩიეთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თუ ეს პრობლემა გაგრძელდა კიდევ რამოდენიმე თვე მაშინ გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია სექსოლოგთან რადგან ასეთ დროს წყვილის ერთდროული გამოკვლევა მიმდინარეობს.
პირველ ეტაპზე კი, შეუძლია თქვენს მეუღლეს მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში და გაიაროს უროლოგთან უფასო კონსულტაცია, სადაც უშუალო ვიზიტისას გავუწევთ დახმარებას და დავაზუსტებთ გამომწვევ ფაქტორებსა და წარმოშობის მიზეზებს.
თუ თქვენი მეუღლე არ დათანხმდება სპეციალისტთან ვიზიტის განხორციელებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, შეგვიძლია გირჩიოთ პრეპარატი „იანგ გე რონი 2 “ 500მგ.
უფასო კონსულტაციისათვის, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა