კითხვა: გამარჯობა იქნებ მცირედი ან როგორც მოგესურვებათ ისე მითხარით ხშირ განცდას ნერვიულობას საქმეზე ფიქრის დროს და საქმეში მე ჯარშ ვარ მე-4 სმენაა რო არ შემეშალოს თან ცოტა დაძაბული ვარ წოდებით უფროს ხალხთან საქმიან ხალხთან სულ ფხიზლად ყოფნაა საჭირო სახელმწიფო დაცვაში ვარ და ააქციის ხალხი ხო არ იკრიბება უნდა შეამოწმო სულ ყურადღება მაკლია ცოტა და რას მეტყოდით რას მირჩევდით ან წამალს ან ექიმთან მისვლას მაგრამ მთლად ასე არ მგონია მქონდეს საქმე ასე ძაან მიჭირდეს უბრალოდ ასეთი ვარ გუშინ არამიშავდა მაგრამ მაინც შებოჭილი ვიყავი და ცოტა მეშლებოდა საყვედურიც რო ეთქვათ მოკლედ ასეა რა სახლშიც სოციალური ასპეკტით დაძაბული ვითარებააა ვერ შევცვლი რაც უნდდა ვთქვა მამაჩემიც ემოციურია და ნერვიული იმდენად ცუდად არ ვარ მაგრამ რამე მირჩიეთ წინასწარ მადლობა!!!
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, ემსახურებით საქართველოს, ბრძანდებით სამხედრო სამსახურში. პროფესიიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, ბუნებით პასუხისმგებლიანი პიროვნება ბრძანდებით და დიდი ალბათობით დაკისრებულ მოვალეობას მეტი სიფრთხილით ეკიდებით. დიახ, თქვენი მდგომარეობა არაა უკიდურესი, თუმცა მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, დაუშვებელია თვითმკურნალობა.
იმისთვის რომ სათანადოდ შეასრულოთ ის დასახული ამოცანები და მიზნები, რაც სამხედრო საქმისთვისაა საჭირო და თავად არ იღელვოთ დაკისრებული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაზე, სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგ–ფსიქოლოგთან.
ზოგადად, სტრესული გარემო, სტრესული ფაქტორები სამხედრო სამსახურის ყველა წევრისთვის კარგად ნაცნობია და ჯარისკაცის სამხედრო კულტურის, ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
გირჩევთ, მიმართოთ თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგს, ბატონ ტატო ლელაშვილს.
იყო სამშობლოს ჯარისკაცი ყველაზე საპატიო მოვალეობაა და დარწმუნებულნი ვართ, რომ ღირსეულად ასრულებთ ამ საპასუხისმგებლო მისიას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა