მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რას მოიცავს ფსიქიკური დარღვევა;
- ფსიქიკურ აშლილობის ტიპები;
- ფსიქიკური დარღვევა როგორც სტიგმა;
- საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო ნორმები.
თავისი ცხოვრების მანძილზე, ადამიანს უამრავი ემოციის გადატა უხდება. არსებობს მრავალი სახის ფსიქიკური დარღვევა, რომლის დროსაც პაციენტებს ახასიათებთ აზრების, იდეების, ემოციების, ქცევითი რეაქციებისა და სხვებთან ურთიერთობის არანორმალური გამოხატვა.
ფსიქიკურ აშლილობას მიეკუთვნება:
- დეპრესია;
- ბიპოლარული აფექტური დარღვევები;
- შიზოფრენია;
- დემენცია;
- აუტიზმი;
- სხვა ტიპის ფსიქოზები.
უმეტეს შემთხვევაში, ყველა პაციენტმა იცის, რომ მას პრობლემა აქვს, თუმცა მალავს, საზოგადოების დამოკიდებულებისა და სტიგმის გამო (ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ შექმნილია უარყოფითი წარმოდგენა, რომ ისინი აგრესიულები და საშიშნი არიან) იციან, მათზე საახლობლო წრეც დაიწყებს საუბარს, ამიტომ უჭირს აღიაროს, რომ ეს პრობლემა აქვს და არ სურს, მასზე ვინმემ ცუდად იფიქროს.
დიახ, საწყის ეტაპზე შეგიძლიათ, თავად მობრძანდეთ ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე და გაესაუბროთ დედის მდგომარეობის შესახებ.
გაითვალისწინეთ, რომ თუ მედიკამენტური მკურნალობით მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ იქნა მიღწეული, ამასთანავე დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს, ან ჯანმრთელობას, ასევე საკუთარი მოქმედებით შეიძლება, მიიღოს ან სხვას მიაყენოს მნიშვნელოვანი ზარალი, საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო ნორმების მიხედვით ტარდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება, რასაც ჩვენი კლინიკა ვერ შემოგთავაზებთ.
აქციის ფარგლებში შეგიძლიათ, გაიაროთ ფსიქიატრის კონსულტაცია ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-fsiqiatris-konsultacias/31718
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!