მოგესალმებით.
გირჩევთ, კონსულტაცია გაიაროთ ფსიქონევროლოგთან,
რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, თავადვე დაგისვამთ ზუსტ დიაგნოზს და მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ.
მადლობას გიხდით ნდობისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!
გამოაგზავნეთ შეკითხვა
ძიება
თემები
მსგავსი შეკითხვები
შფოთვითი აშლილობა - ფსიქოლოგია
29 იანვარი 2018კითხვა: მოგესალმებით, მაქვს შფოთვითი აშლილობა, შიშები მაქვს რომ რამე დაავადება არ დამემართოს, ახლა მეშინია შიზოფრენია არ დამემართოს, დავდივარ ფსიქოლოგთან , რომელმაც მითხრა რომ ფსიქიატრიაში ერთი მდგომარეობა არ გადადის მეორე მდგომარეობაში , ანუ მე რაც მაქვს სხვა მდგომარეობაში ვერ გადავა , მაგრამ მაინც მეშინია იქნებ მითხრათ თქვენც ხომ არ გადავა ჩენი ეს აკვიატებული მდგომარეობა შიზოფრენიაში ან ფსიქოზში?
იხილეთ პასუხიფობია - ფსიქოლოგია
21 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა.ბოდიში ვრცელი წერილისთვის. მტანჯავს ფობიური ნევროზი.მკურნალობა ვცადე არაერთხელ. დავდიოდი ნევროლოგთან, ფსიქოთერაპევტთან, ფსიქიატრთან, მაგრამ ამაოდ. ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემს თავს მე უნდა ვუშველო, რაც არ გამომდის. ვარ 26 წლის.3 წლიდან ასე ვარ. გამუდმებულ შიშში ვცხოვრობ. ერთი წლის წინ დამეწყო ცოფის ფობია(სულ სხვა და სხვა რამეს ვიკვიატებ). მაშინ კნუტმა დამისვა შარვალზე ბრჭყალი. ფეხზე გაწითლებული ადგილიც კი ვერ ვიპოვე, რომ დამემუშავებინა, ვაცნობიერებდი, რომ ტყუილად მეშინოდა. თვეების მანძილზე მეჩვენებოდა, რომ ცოფის სიმპტომები მქონდა და ყოველდღიურ კოშმარში ვიცხოვრე. მერე კარდიოფობიაზე გადავიტანე ყურადღება. ახლა ისევ ცოფის ფობია მტანჯავს 5 დღეა. გაციებული ვიყავი და სახლიდან არ გავდიოდი. ერთ დღეს ხელზე აღმოვაჩინე ნაკაწრი. ვერ გავიხსენე საიდან გაჩნდა ეს ნაკაწრი. რადგან სახლში ვიჯექი , გამოვრიცხე, რომ რამე ცხოველს გავეკაწრე, არ მყავს შინაური ცხოველები, მაგრამ მერე ჩამერთო ფანტაზია, რომ რამე შემოიპარა და ძილში გამკაწრა. ამის მერე ყოველწამიერ ჯოჯოხეთში ვარ. მგონია, რომ გაცოფება არ ამცდება. დღეს გაკაწრული ადგილი მექავება და მტკივა მთელი დღეა. ნაკაწრი თითქმის გაქრა. ვიცი, რომ ცოფის პირველი სიმპტომი ასეთია და ისიც ვიცი, რომ ეს ცოდნა მოქმედებს ჩემს წარმოსახვაზე, მაგრამ შეგრძნებები იმდენად რეალურია, რომ ვეღარ ვარჩევ, რა მეჩვენება და რა არა. ოჯახის წევრებს სასაცილოდ არ ჰყოფნით ჩემი შიშები, რაც საერთოდ მანადგურებს. არცერთმა სპეციალისტმა სერიოზულად არ აღმიქვა, რადგან არ მაქვს უნარი სრულად გამოვამჟღავნო ჩემი უმძიმესი მდგომარეობა. რა ვქნა? ვის მივმართო? რა სახის თერაპია მჭირდება? გყავთ თუ არა ნევროლოგი, რომელსაც შეუძლია ჩემი სერიოზულად აღქმა და დახმარება?და მჭირდება თუ არა მედიკამენტები?
იხილეთ პასუხინევროზი - ფსიქოლოგია
24 იანვარი 2021კითხვა: გამარჯობა 6 თვეა დამეწყო ეს სიმპტომები და თუ დამეხმარებით მაწუხებს ხანდახან გული გადავიგე ეხოსკოპია შემდეგ დატვირთვის ტესტი მითხრეს არაფერი გჭირსო მაგრამ მაინც მგონია რო მტკივა და ვიღლები შემდეგ კუჭი მაწუხებდა გადავიღე ზონდირება და ექიმმა მითხრა არაფერი გჭირსო დამიდგინეს რო გაქვს ნერვოზიო მქონდა უმადობა ცუდი ძილი ხანდახან მიბუჟდება ხელი ან ფეხი თითებით მაქვს შიშები სახეზე ფერი არ მაქვს კარგი ადვილად ვიღლები რაღაცის გამოთვლების დროს ვღიზიანდები და მგონია რო თავში რაღაც ბჟუის ხანდახან მგონია რო გონება უნდა დავკარგო მაქვს გულის რევის შეგრძნება ხანდახან და სიკვდილის შიში ეხლა დამეწყო კიდე თითქოს კუჭში რაღაც ფეთქავს ან გიჭერს მაქვს და კიდე მევრი სიმპტომი......... გთხოვთ რამით დამეხმაროთ
იხილეთ პასუხი
