შფოთვითი აშლილობა - ფსიქოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მაქვს შფოთვითი აშლილობა, შიშები მაქვს რომ რამე დაავადება არ დამემართოს, ახლა მეშინია შიზოფრენია არ დამემართოს, დავდივარ ფსიქოლოგთან , რომელმაც მითხრა რომ ფსიქიატრიაში ერთი მდგომარეობა არ გადადის მეორე მდგომარეობაში , ანუ მე რაც მაქვს სხვა მდგომარეობაში ვერ გადავა , მაგრამ მაინც მეშინია იქნებ მითხრათ თქვენც ხომ არ გადავა ჩენი ეს აკვიატებული მდგომარეობა შიზოფრენიაში ან ფსიქოზში?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, შფოთვა ფსიქოვეგეტატიური წონასწორობის დარღვევის სუბიექტური ასახვაა და ის რამდენიმე ცალკეული ემოციის კომბინაციას წარმოადგენს.
შფოთვა ყველა ადამიანს უგრძვნია, რადგან ეს არის სტრესული მოვლენის გამო გამოვლენილი რეაქცია.
დავეთანხმებით თქვენს ფსიქოლოგს, ფსიქიატრიაში ერთი მდგომარეობა არ გადადის მეორე მდგომარეობაში.
ნუ ჩაუღრმავდებით და ეცადეთ ნეგატიური აზრებისაგან გათავისუფლდეთ. შეეცადეთ, უარყოფითი ფიქრები დადებითით შეცვალოთ, რაიმე სასიამოვნოზე გადაერთეთ. ცხოვრება ხშირად გვაიძულებს, დაძაბული ვიყოთ და შიშს განვიცდიდეთ, მაგრამ ზოგ რამეზე შეგნებულად უნდა ვთქვათ უარი.
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს და ჩააყენეთ მკურნალობის მიმდინარეობის კურსში.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა