ფსიქიკური აშლილობა - ფსიქოლოგია

კითხვა: გამარჯობა კითხვა მაქვს ფსიქიატრთან,ვინაიდან ჯერ ჯერობით ვერ ხერხდება უშუალოდ მასთან ვიზიტი გთხოვთ მიპასუხოთ, რას ნიშნავს როდესაც ადამიანი ამბობს უყურებს ადამიანებს და შეგრძნება აქვს თითქოს არ არსებობენ, ახლობელი ადამიანები ოჯახის წევრები ეუცხოვება, აღნიშნავს რომ ზოგჯერ საკუთარი სხეულის ნაწილები აშინებს ასევე აშინებს ადამიანები, მთელი დღე აქვს შფოთვის შეგრძნებები, საუბარია 26 წლის ქალზე, გთხოვთ აგვიხსნათ რა მდგომარეობაა და შესაძლებელია თუ არა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, საჭიროა თუ არა ფსიქოტროპული საშუალება.დიდი მადლობაა
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ამჟამად ფსიქიკური დაავადების ნაცვლად უფრო მეტად ფსიქიკური აშლილობის ცნებას იყენებენ. ამ ტერმინით აღნიშნავენ ნებისმიერ თანდაყოლილ თუ შეძენილ ფსიქიკურ პათოლოგიას.
მედიკამენტური მკურნალობა წამყვანია, მაგრამ არა ერთადერთი. ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიული მეთოდების გამოყენება, დაწყებული ზოგადი ფსიქოთერაპიით, რაც პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნას და ექიმთან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას გულისხმობს. გარკვეული ეტაპიდან მნიშვნელობას იძენს სხვა ფსიქოთერაპიული მეთოდები, რაც სარეაბილიტაციო ცენტრში ტარდება.
თბილისში ასეთი ცენტრი არსებობს და რეგიონებშიც აქვს ფილიალები. სხვა მიმართულებებთან ერთად აქ ტარდება ჯგუფური ფსიქოთერაპიის სეანსები და ტრეინინგები, სადაც სწავლობენ საკუთარი თავის დახმარებას, საკუთარი მდგომარეობის კონტროლს.
სასურველია, პაციენტი მკურნალობაზე დათანხმდეს, მაგრამ ზოგჯერ მდგომარეობა ისეთი მძიმეა, რომ ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მას გადაწყვეტილების მიღება არ ძალუძს. ასე რომ, საკითხის გადაწყვეტა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ავადმყოფის მდგომარეობას ემყარება.
თუმცა, კარგი შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ პაციენტი მიმართავს სათანადო მკურნალობის მეთოდს. მკურნალობაში შეიძლება, შედიოდეს გამოცდილ ფსიქიატრებთან საუბარი, რომლებიც სწორ ინფორმაციას მიაწვდიან პაციენტს თავისი დაავადების შესახებ, ასწავლიან, თავად როგორ გაუმკლავდნენ სიმპტომებს ყოველდღიურად და დაარწმუნებენ იმაში, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტონ მკურნალობა. ასეთი კონსულტაციების დროს ოჯახის წევრს ან მეგობარს მნიშვნელოვანი როლი აკისრია იმ მხრივ, რომ მხარი დაუჭიროს პაციენტს და დაარწმუნოს გამოჯანმრთელებაში.
მხოლოდ ამ მონაცემთა საფუძველზე, ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა აუცილებელია, მოიძიოთ მაღალკვალიფიციური ფსიქიატრი რომელიც დაგეხმარებათ დიაგნოსტირებაში და მკურნალობისთვის გამოიყენებს თანამედროვე გაიდლაინებს.
ამ ეტაპზე კლინიკაში ფსიქიატრი არ გვყავს, ამიტომ ვერ დაგეხმარებით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა