მარიხუანას უარყოფითი გავლენა ადამიანზე - ფსიქოლოგია

კითხვა: გამარჯობა, 2 კვირის უკან მოვწიე მარიხუანა და მქონდა საშინელი ჰალუცინაციები და შიშები, მინდოდა ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი, ამიტომ ვაღებინე ცხვირიდან სისხლიც ძალით გამოვუშვი და კიდევ რაც მაეჭვებს ეს არის ბიჭებმა ცივი შხაპი მიმაღებინეს, დიდი თმა მქონდა და იმ ღამეს კარგად გამოუმშრალი თმით დავიძინე. იმ ღამით როგორმე წამოვწექი მაგრამ მეორე დღეს საშინელი აზრებით ავდექი, ვიყავი პანიკაში თითქოსდა რაღაც დამმართა და ასე იქნებოდა სულ არადა არაფერი მჭირდა, მაინც მივედი ექიმთან მაგრამ არ ვარ საქართველოში და ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ვერ გავაგებინე ექიმს, ზედაპირულად შემამოწმეს და მითხრეს რომ არაფერი მჭირდა მქონდა 37 გრადუსი სიცხე და მარტო პარაცეტამოლი გამომიწერეს, მაგრამ ამან არაფერი მიშველა უფროდა უფრო ვიძაბებოდი იმის შემდეგ ექიმს კიდევ 4 ჯერ მივაკითხე, გადამიღეს ტომოგრაფია, კარდიოგრამა, სისხლის ანალიზი ამიღეს შაქარზე შემამოწმეს წნევა გამიზომეს მოკლედ ყველაფერი კარგი აღმოჩნდა . მაგრამ მე მქონდა თავბრუსხვევები და თავისტკივილები რომელიც შემდგომში უფრო გაძლიერდა, მტკიოდა ზურგის არეში კეფაზე საფეთქლებში და ზემოთ გულისრევის შეგრძნებაც მქონდა. მოკლედ ნევროპათოლოგმაც გამსინჯა მაგრამ არაფერიო მაგანაც დამიყენეს ნატრიუმის ქლორიდი 2 ბოთლი და კიდევ სხვა დღეს 1 ბოთლი ბოლოს რომ ვიყავი ექიმთან მაშინაც 37 მქონდა სიცხე მაგრამ თქვა რომ ეგ არაა სიცხეო და ყურადღება არ მიაქცია. ახლა თითქმის ყველაფერმა გამიარა მხოლოდ ოდნავ მაწუხებს თავისტკივილები წინათ გამაყუჩებლებს ვსვამდი ახლა კი აღარ, მაგრამ ცოტა გაფანტული ვარ, მეხსიერების უნარი მაქ ცოტა დაქვეითებული ასე ვფიქრობ მე, ყოველთვის რაღაცაზე ვფიქრობ. აქ ექიმებს ამ ყველაფერს ვერ ვაგებინებ საქართველოდან გამოწერილ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე არ მაძლევენ და რა უნდა ვქნა არ ვიცი იქნება რამე მირჩიოთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ გქონდათ საშინელი ჰალუცინაციები, რაც მარიხუანას უარყოფითი მოქმედებაა აზროვნებაზე, ასევე გაგების უნარზე, აბსტრაქტულ აზროვნებაზე.
მარიხუანა (კანაფი, იგივე კანაბისი) ფსიქოაქტიური თვისებების წყალობით გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ისე ექსტაზური მდგომარეობის მისაღწევად. მას ნარკოტიკების სამყაროს კარიბჭეს უწოდებენ. ვინაიდან, წესისამებრ, ის არის პირველი არალეგალური ფსიქოტროპული საშუალება, რომელსაც ეცნობიან მომავალში სხვა, უფრო ძლიერი ნარკოტიკების მომხმარებლები.
იგი ძლიერ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ყველა კანაბინოიდი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა და გროვდება ლიპიდებით მდიდარ ქსოვილებში:

  • ტვინი;
  • ფილტვები;
  • სასქესო ორგანოები;
  •  უჯრედის მემბრანა.

რომელთა გავლითაც აღწევს უჯრედის ბირთვს და ცვლის ბიოქიმიურ პროცესებსა და უჯრედთა მეტაბოლიზმს, არღვევს დნმ-ს, რნმ-სა და უჯრედოვანი ცილების სინთეზს. ამის შედეგად უჯრედოვანი აქტივობა ქვეითდება ან წყდება, რასაც ორგანიზმის შესაბამისი ფუნქციის დარღვევა მოჰყვება.
მარიხუანას, დოზისა და მისი მომხმარებლის ათვისების უნარის გათვალისწინებით შეუძლია გამოიწვიოს:

  • პანიკა;
  • მოუსვენრობა;
  • ტოქსიკური ფსიქოზი.

მარიხუანა ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის მთავარი ჰორმონია. მისი დაჟინებული და ძალიან ხანგრძლივი მოხმარება ჰორმონალურ ფონს ცვლის იმდენად, რომ მან შეიძლება სქესობრივი ფუნქციების დარღვევაც კი გამოიწვიოს.
ძალიან მძიმე შემთხვევაში შეინიშნება სპერმატოზოიდების როდენობის შემცირება და შეზღუდვა, ასევე სპერმაში ანორმალური უჯრედების მომატება.
თქვენ უკვე იმყოფებით სამედიცინო დაწესებულებაში, მიჰყევით მედიკოსების დანიშნულებებს. საჭირო მედიკამენტურ თერაპიას სტაციონარში გაივლით. დამატებითმა დამოუკიდებელმა პრეპარატებმა, შეიძლება უკუჩვენება გამოიწვიოს.
სასურველია თუ სამომავლოდ გაითვალისწინებთ ამ შემთხვევას და თავს აარიდებთ გართობის მსგავსს საშუალებებს,ვინაიდან განმეორების შემთხვევაში პათოლოგიური სიმპტომები შესაძლოა შეუქცევადი გახდეს.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა