მოგესალმებით!
თქვენს ამ მდგომარეობას „აფექტი“ ეწოდება. რაც არის უცებ წარმოშობილი და სწრაფად წარმავალი ემოცია.
უნდა აკონტროლოთ, ეცადოთ და ისწავლოთ ფსიქიკის მართვა–გაძლიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში,
საკუთარი თავის ტყვედ იქცევით.
ადამიანის ცხოვრებაში, არსებობს ისეთი ფსიქოლოგიური მომენტები, რომელსაც ახსნა არ აქვს ,თუმცა მათ მართვაში კომპეტენტურ რჩევებს და უშუალო დამხარებას გაგიწევთ პროფესიონალი ფსიქოლოგი, რომელთანაც გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცი .
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
გამოაგზავნეთ შეკითხვა
ძიება
თემები
მსგავსი შეკითხვები
მარიხუანის უარყოფითი გავლენა
11 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა პატივცემულო ექიმო. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ, ვაფასებ თქვენს დარგს და პროფესიონალიზმს თქვენს სფეროში რადგან ვიცი რა რთული დარგია და თქვენი მიდგომაც ძალიან კარგად მესმის თქვენს სფეროში. ვარ 23 წლის, რაც შეეხება ჩემს პრობლემას არის ის რომ, უკვე 2 თვეა შეიძლება ითქვას ყურებში მაქვს ხმა ან უ მიბჟუის, ადრე ტელევიზორში არხი რო ითიშებოდა დაახლოებით ეგეთი ხმა მაქვს ყოველთვის მითუმეტეს როცა სიჩუმეში ვარ მარტო, მინდა მოგახსენოთ რომ, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სხვადასხვა ჯიშების მარიხუანას ვეწეოდი რომელიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის მაქსიმალური პროცენტაჟით იყო 2 წლის განმავლობაში, შემდგომ შეიძლება ითქვას თავი დავანებე და მირჩიეს დამამშვიდებელი პრეპარატი ''გრანდა ქსინი'' ამ პრეპარატის მიღების შემდგომ დამემართა ეგ ყველაფერი ანუ ხმა ყურებში. კიდევ მინდა გითხრათ რომ ვარ ძალიან ნერვიული და პრეპარატები არ მშველის მგონია რომ უფრო უარესს მიშვება, დალევით ვეღარ ვსვავ ძალიან მალე ვთვრები და ალკოჰოლური მდგომარეობა აღარ მომწონს. რაც შეეხება ''გრანდაქსინს'' ექიმის დანიშნულების გარეშე ვიღებდი მაგრამ ბევრი არ დამილევია 10 ტაბლეტი იყო და ხანდა ხან ისე ხდებოდა რომ 3 ცალს ერთად ვსვავდი მაგრამ არაფერი მოკლედ დიდი ხნის განმავლობაში არ ვსვავდი 10 ტაბლეტი მაქ მიღებული ჯამში.. მოკლედ მინდა გითხრათ რომ ძალიან მაგრად ვინერვიულე და შეიძლება ითქვას მქონდა ფსიქიკური აშლილობა ამ ყველაფერს მოყვა ''გრანდაქსინი'' და ეგ ხმები. პლიუს წნევები მაქ 120- 60 იდან 120-85 მდე. რეზუსი მეორე დადებითი. მადლობელი ვიქნები თუ სწორად გამიგებთ და მიპასუხებთ.
იხილეთ პასუხიფობია
21 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა.ბოდიში ვრცელი წერილისთვის. მტანჯავს ფობიური ნევროზი.მკურნალობა ვცადე არაერთხელ. დავდიოდი ნევროლოგთან, ფსიქოთერაპევტთან, ფსიქიატრთან, მაგრამ ამაოდ. ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემს თავს მე უნდა ვუშველო, რაც არ გამომდის. ვარ 26 წლის.3 წლიდან ასე ვარ. გამუდმებულ შიშში ვცხოვრობ. ერთი წლის წინ დამეწყო ცოფის ფობია(სულ სხვა და სხვა რამეს ვიკვიატებ). მაშინ კნუტმა დამისვა შარვალზე ბრჭყალი. ფეხზე გაწითლებული ადგილიც კი ვერ ვიპოვე, რომ დამემუშავებინა, ვაცნობიერებდი, რომ ტყუილად მეშინოდა. თვეების მანძილზე მეჩვენებოდა, რომ ცოფის სიმპტომები მქონდა და ყოველდღიურ კოშმარში ვიცხოვრე. მერე კარდიოფობიაზე გადავიტანე ყურადღება. ახლა ისევ ცოფის ფობია მტანჯავს 5 დღეა. გაციებული ვიყავი და სახლიდან არ გავდიოდი. ერთ დღეს ხელზე აღმოვაჩინე ნაკაწრი. ვერ გავიხსენე საიდან გაჩნდა ეს ნაკაწრი. რადგან სახლში ვიჯექი , გამოვრიცხე, რომ რამე ცხოველს გავეკაწრე, არ მყავს შინაური ცხოველები, მაგრამ მერე ჩამერთო ფანტაზია, რომ რამე შემოიპარა და ძილში გამკაწრა. ამის მერე ყოველწამიერ ჯოჯოხეთში ვარ. მგონია, რომ გაცოფება არ ამცდება. დღეს გაკაწრული ადგილი მექავება და მტკივა მთელი დღეა. ნაკაწრი თითქმის გაქრა. ვიცი, რომ ცოფის პირველი სიმპტომი ასეთია და ისიც ვიცი, რომ ეს ცოდნა მოქმედებს ჩემს წარმოსახვაზე, მაგრამ შეგრძნებები იმდენად რეალურია, რომ ვეღარ ვარჩევ, რა მეჩვენება და რა არა. ოჯახის წევრებს სასაცილოდ არ ჰყოფნით ჩემი შიშები, რაც საერთოდ მანადგურებს. არცერთმა სპეციალისტმა სერიოზულად არ აღმიქვა, რადგან არ მაქვს უნარი სრულად გამოვამჟღავნო ჩემი უმძიმესი მდგომარეობა. რა ვქნა? ვის მივმართო? რა სახის თერაპია მჭირდება? გყავთ თუ არა ნევროლოგი, რომელსაც შეუძლია ჩემი სერიოზულად აღქმა და დახმარება?და მჭირდება თუ არა მედიკამენტები?
იხილეთ პასუხიმძიმე დეპრესია
08 იანვარი 2019კითხვა: გამარჯობა, დაახლოებით 7 თვის წინ, დამეწყო ძალიან მძიმე დეპრესია.ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ წინა წელს დავიწყე მუშაობა, სადაც თავს თავიდან ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო ძალიან მძიმე პრობლემები. რაზეც თვალს ვხუჭავდი. ამის შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა საბოლოოდ ისე მოხდა რომ ძალიან დიდი უსამართლობის მსხვერპლი გავხდი და სამსახურის იძულებით დატოვება მომიწია. ამას თან ისიც დაერთო, რომ სამსახურში ადამიანი გამირიგეს, რომელიც ძალიან შემიყვარდა, შემდეგ ამ ადამიანმაც დამტოვა ისე ,რომ დღემდე არ ვიცი რის გამო. ძალიან გამიჭირდა ასეთ უსამართლობასთან შეგუება. თავიდან მეგონა რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, როგორც კარიერულად ისე პირადულად. რამოდენიმე თვეში ეს ყველაფერი ჩამოინგრა. ერთიანად და ძალიან მძიმედ გავნადგურდი .უბრალოდ არ ვიმსახურებდი ასეთ მოპყრობას არცერთის მხრიდან როგორც მომექცნენ.მე მთელს ჩემს ენერგიას გულს და სულს ვდებდი ყველაფერში მათ კი გამანადგურეს. ამის შედეგად დამეწყო უმძიმესი პერიოდი იმას თუ არ ჩავთვლით, რომ სახლში გამოვიკეტე 7 შვიდი თვეა დაახლოებით, მეშინია ცხოვრ ების გაგრძელების. რაღაც ახლის დაწყების,თავს ვერ ვშველი. მგონია, რომ არავინ არ მყავს და სულ მარტო ვარ, უცნაური რამ დამჩემდა ამ ბოლო დროს, გარეთ გასვლის საშინელი შიში და დისკომფორტი მაქვს. მათ მოკვლასა და თავის მოკვკლაზეც კი მიფიქრია, საშინელ დღეში ჩამაგდეს, აბსოლიტურად დაუმსახურებლად. და ამ ყველაფერზე ამდენი ხნის შემდეგ, მაინც ვფიქრობ. ჩემს ტვინშია და ვდარდობ. შეიძლება ვიღაცას ველაპარაკებოდე და უცებ ტირილი მომინდეს, საერთოდ უმიზეზოდ, თავიდან საერთოდ არაფრის ჭამის სურვილი არ მქონდა და ძალიან დავიკელი. ვერც ვიძინებდი გულის აჩქარებების ფონზე. შემდეგ პირიქით სულ მეძინა, ბევრს ვჭამდი და გავსუქდი. ეხა ისევ ღამით უძილობები მაქვს, და მაგიჟებს დიდად ჭამის სურვილიც არ მაქვს მოკლედ არაფრის კეთების სურვილი არ მაქვს. ეს საზიზღარი ფიქრები და ის, რომ ასე საშინლად მომექცნენ დაუმსახურებლად არ ამომდის ტვინიდან. კიდევ მთლიან სიტუაციას ვერ გიწერთ აქ რა და როგორ გააკეთეს და როგორ გამწირეს, თორემ შეიძლება თქვენც კი ატირებულიყავით .მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან მჭირდება შველა . მიპასუხეთ გთხოვთ.
იხილეთ პასუხი