ბანაობის შიში ბავშვებში - ფსიქოლოგია

კითხვა: გამარჯობათ.მყავს 2 წლის გოგონა ბანაობა უყვარდა ყოველთვის.10 დღეა ძალიან ტირის როცა ვუცვლით.ძალით ვაცმევთ ტანსაცმელს და ძალით ვხდით.ერთხელ აბაზანაში მითხრა რომ მეშინიაო.სასეირნოდ წაყვანაზეც უარს ამბობს იმიტომ რომ არ გავხადოთ.რისი ბრალი შეიძლება იყოს
პასუხი:

მოგესალმებით.

ძალიან საყურადღებო შემთხვევაა და გირჩევთ, კარგად გამოიკვლიოთ ,რა შეიძლება გამხდარიყო ბავშვის ხასიათის ასეთი ცვლილების მიზეზი.
გირჩევთ, ნუ იფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ ჭირვეულობაა ბავშვის მხრიდან და დაუკვირდით ყველა გარემოებას, მათ შორის ბავშვზე შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, რაც შეიძლება თქვენი მხედველობის ველის გარეთ მოხდა.
გარდა ამისა, აუცილებლად მიაკითხეთ ბავშვთა ფსიქოლოგს.
სამწუხაროდ, სხვა მხრივ ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით, რადგან ჩვენი კლინიკა მხოლოდ 15 წლის ასაკიდან პაციენტებს მკურნალობს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა