მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
ნევროზი ხშირი სტრესული სიტუაციების, ხანგრძლივი მძიმე განცდებით განპირობებული მდგომარეობაა, რომელიც იწვევს:
- ნერვული სისტემის დასუსტებას;
- შფოთვას და ვეგეტატიურ დარღვევებს (ოფლიანობა, გახშირებული გულისცემა, კუჭის და სხვა ორგანოების მუშაობის მოშლა).
ნევროზისთვის დამახასიათებელია:
- სტრესების მიმართ მაღალი მგრძნობელობა (უმნიშვნელო სტრესულ მოვლენებზე ადამიანი სასოწარკვეთილებით ან აგრესიით რეაგირებენ);
- ემოციური ლაბილობა;
- წყენიანობა;
- სწრაფი დაღლა;
- მეხსიერებისა და აზროვნების უნარის დაქვეითება;
- გულისცემის გახშირება;
- გაფანტულობა;
- უძილობა ღამით და თვლემა დღისით;
- ოფლიანობა;
- არტერიული წნევის მერყეობა.
ნევროზის ძირითად მიზეზად ითვლება:
- ხანგრძლივი ფსიქოემოციური და ფიზიკური გადაღლა;
- გადატვირთვა;
- უსიამოვნო განცდები;
- ქრონიკული სტრესი.
ეს ყველაფერი კი, შეიძლება, რომ იყოს როგორც სამუშაო, რომელიც ადამიანს მთელ ძალას ართმევს, ისე პირად ცხოვრებაში სირთულეები, კონფლიქტები, რომელთა გამო ადამიანი ძლიერ განცდებშია, თუ ამ ფაქტორების შერწყმა ხდება, ნევროზი თითქმის გარანტირებულია.
ნევროზი აბსოლიტურად მოსარჩენი დაავადებაა. მისი მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა წარიმართოს. წამყვან მეთოდად ფსიქოთერაპია ითვლება, წამლებს დამხმარე როლი მიეკუთვნება.
მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, თავს ნუ გადაიღლით, ხშირად დაისვენეთ და მოდუნდით. ცუდზე ნუ იფიქრებთ, თავს შთააგონეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ფსიქოლოგ–ნევროლოგ ბატონ ირაკლი აროშიძესთან კონსულტაციაზე, რომელიც ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, დასახავს მკურნალობის გეგმას.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !