კითხვა: გამარჯობა ექიმო...მუდმივად მაწუხებს სიკვდილის შიში...ხანდახან თითქოს ყელზე რაღაც მგუდავს , გული მიჩქარდება, ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს გონება დამიბინდდება, უეცრად მიოფლიანდება ხელის გულები ...არვიცი ოდესმე ეს საშინელი გრძნობა როდის გამივლის ...გულმკერდის ადგილას ხანდახან გულის მხარეს მოულოდნელად დამარტყამს რაღაც და წამში გამივლის ...იქნებ ამიხსნათ ეს რისი ბრალია და რა მოვუხერხო თავს...
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რა არის შიში;
  • შიშის სიმპტომები;
  • შიშის მკურნალობა;
  • შეთავაზება-აქცია – ფსიქიატრის კონსულტაცია.

შიშის გრძნობა ყოველი ჩვენგანისთვის ნაცნობია და ის ერთ-ერთი უძლიერესია ადამიანურ ემოციებს შორის.
ადამიანის შიში ძალიან მრავალფეროვანია, მსუბუქი ღელვიდან დაწყებული პანიკური შიშით დამთავრებული. აკვიატებულ შიშს შეიძლება სხვა სიმპტომებიც ჰქონდეს, მაგალითად ტაქიკარდია, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, გონების დაკარგვის შეგრძნება, ვინაიდან შიშის მომენტში ხდება ადრენალინის გამოყოფა.
ზოგადად, ადამიანის შიშის პალიტრა ძალიან მრავალფეროვანია, მსუბუქი ღელვიდან დაწყებული პანიკური შიშით დამთავრებული, აკვიატებულ შიშს კი, შეიძლება სხვა სიმპტომებიც ქონდეს:

  • ცივი ოფლი;
  • მოხრჩობის ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
  • გაქვავების შეგრძნება;
  • სისუსტე;
  • სხეულის დაუმორჩილება;
  • გონების დაკარგვის შეგრძნება;
  • სხეულის კანკალი;
  • ფაღარათი;
  • გულისრევა;
  • ტკივილი მუცლის ღრუში.

მისი მკურნალობა ექიმის დანიშნულებით უნდა წარიმართოს. წამყვან მეთოდად ფსიქოთერაპია ითვლება, წამლებს დამხმარე როლი მიეკუთვნება.

shishi

მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, თავს ნუ გადაიღლით, ხშირად დაისვენეთ და მოდუნდით. ცუდზე ნუ იფიქრებთ, თავს შთააგონეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
თუ ამ ყველაფერს დამოუკიდებლად შეძლებთ, კარგი იქნება. თუ არა და, გირჩევთ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში ფსიქიატრს, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში.
ხანდახან, ზოგიერთი პაციენტი მედიცინის ამ დარგს საშიშად ან მისთვის შეუფერებლად თვლის, ამიტომ თქვენც გაფრთხილებთ, რომ ფსიქიატრია არის მეცნიერების დარგი, რომელიც მიმართულია სხვადასხვა გენეზის ნევროლოგიური თუ ფსიქოლოგიური აშლილობების დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პრევენციისთვის.
კლინიკის აქციის ფარგლებში შეგიძლიათ, ისარგებლოთ ფსიქიატრთან კონსულტაციაზე ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-fsiqiatris-konsultacias/31718
უშუალო ვიზიტის დროს დახმარებას გაგიწევთ მაღალკვალიფიციური ექიმი-სპეციალისტი ანა ქირია.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა