მოგესალმებით,
ცხოვრებაში ყველა ერთნაირად ვერ იპყრობს სიმაღლეს. ცხოვრება მკაცრია და ზოგჯერ "უარს აცხადებს", ბევრ ადამიანს აუსრულოს ოცნება. ამ პირდაპირ "უარს" ბევრი ტრაგიკულად აღიქვამს.
უარი ან კრიტიკა, ტრაგედია და კატასტროფა არ არის, არამედ ეს ყველაფერი ცხოვრების გამოცდად უნდა აღიქვათ და ეცადოთ თავი დააღწიოთ აღშფოთებასა და წყენას, რადგან ამით, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს მიაყენებთ ზიანს.
- დააკვირდით, თქვენი მეგობრები როგორ იქცევიან უცხო გარემოსა და დიდ სოციალურ ჯგუფებში. შეადარეთ და გააანალიზეთ თქვენი და მათი კომუნიკაციის სტილი. ეს მოგცემთ საშუალებას გააცნობიეროთ თქვენი პრობლემა და იფიქროთ როგორ გაიუმჯობესოთ კომუნიკაციური უნარები.
- გქონდეთ რწმენა, იმისა რომ თქვენი შეხედულებები არის ისეთივე ღირებული, საინტერესო და აქტუალური, როგორც სხვების.
- ნუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს, რას იტყვიან სხვები, ან როგორ გამოჩნდებით სხვის თვალში. მუდმივად ამ საკითხებზე ფიქრი იწვევს შფოთვას, სტრესს.
- აღიარეთ თქვენი ნიჭი, დადებითი თვისებები და ჩამოწერეთ. გაიხსნეთ ის კომპლიმენტები, დადებითი შეფასებები, რაც მიგიღიათ მეგობრებისგან თუ უცხო ადამიანებისგან. რაც უფრო მეტად იქნებით თვითდარწმუნებული საკუთარ შეხედულებებსა თუ მოსაზრებებში, მით უფრო ნაკლებად გაგიჭირდებათ კომუნიკაცია.
- ნუ მოგერიდებათ შეკითხვების დასმის.
ჩვენი რჩევაა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს, თვითმკურნალობას და დამოუკიდებლად პრეპარატების მიღება–შეწყვეტას მოერიდეთ. ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს. ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმარებაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !