მოგესალმებით,
შიშის გრძნობა ყოველი ჩვენგანისთვის ნაცნობია და ის ერთ-ერთი უძლიერესია ადამიანურ ემოციებს შორის.
ადამიანის შიში ძალიან მრავალფეროვანია, მსუბუქი ღელვიდან დაწყებული პანიკური შიშით დამთავრებული. აკვიატებულ შიშს შეიძლება სხვა სიმპტომებიც ჰქონდეს:
- ტაქიკარდია;
- ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
- გონების დაკარგვის შეგრძნება და ა.შ.
ნაკაწრები, რომლებიც არ გვახსოვს საიდანაა, თითქმის ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც ჰქონია, ხოლო ისტერიული ქავილით თავად იღიზიანებთ მათ.
სახლში ცხოველი ვერ შემოიპარებოდა, თუ მაინც მოახერხა,უნდა იცოდეთ ,რომ მათაც ეშინიათ და ფრთხილობენ. ასე რომ, კვალს უფრო სახლს დაატყობდა და არა თქვენ.
ფსიქოლოგიურად განაწყეთ თქვენი თავი, ნუ ჩაუღრმავდებით და ეცადეთ ნეგატიური აზრებისაგან გათავისუფლდეთ. შეეცადეთ, უარყოფითი ფიქრები დადებითით შეცვალოთ, რაიმე სასიამოვნოზე გადაერთეთ. ცხოვრება ხშირად გვაიძულებს, დაძაბული ვიყოთ და შიშს განვიცდიდეთ, მაგრამ ზოგ რამეზე შეგნებულად უნდა ვთქვათ უარი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველას ეშინია.
მენტალურ დარღვევაში არაფერია სამარცხვინო. ის ჯანმრთელობის ისეთივე პრობლემაა, როგორიც, მაგალითად, გულის დაავადება ან დიაბეტი.
სიტყვა , "სასაცილოდ არ ჰყოფნით" ჩვენს სამედიცინო პრაქტიკაში არ არსებობს, ამას მოითხოვს ადამიანური შეგნება და რაც მთავარია, სამედიცინო ეთიკა.
როგორც ჩანს განათლებული ადამიანი ბრძანდებით და თვითონაც კარგად ერკვევით ვითარებაში, თუმცა რაკი გიჭირთ დაავადებასთან დამოუკიდებლად გამკლავება, საჭიროა მიმართოთ ექიმ –ფსიქიატრს. ფობიების მკურნალობა, სწორედ ამ სპეციალობის ექიმთა პრეროგატივაა .თუმცა ,თუ თქვენ შეგაშინებთ სიტყვა ფსიქიატრის გაგონება ,მაშინ შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს. ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, აუცილებლად დაგეხმარებათ მკურნალობის მეთოდის დაგეგმარებაში, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან.
აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!