მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რას წარმოადგენს სუბდურული ჰემატომა;
- რა არის არაქნოიდული ცისტა;
- რა განაპირობებს ათეროსკლეროზულ ფოლაქებს;
- რა იწვევს პარანაზალური წიაღების პნევმატიზაციას.
სუბდურული ჰემატომა წარმოადგენს სუბდურულ სივრცეში სითხის შემოსაზღვრულ გამონაჟონს.
როგორც წესი, იგი ყველაზე ხშირად წარმოიქმნება ტვინის სინუსში შემავალი პიალური სისხლძარღვებისა და ვენების დასკდომის დროს, რომელიც ძირითად შემთხვევაში ტრავმული ხასიათისაა.
არაქნოიდული ცისტა
იგი ტვინის სისხლძარღვოვანი გარსისაგან წარმოქმნილი კისტაა. თუ კისტა პროგრესირებადია, შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილები.
ზოგადად, ათეროსკლეროზი წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროსაც სისხლძარღვის კედელში ჩალაგებული ქოლესტერინის უჯრედები, იწვევენ კედლების გასქელებას, რის გამოც წარმოიშობა ათეროსკლეროზული ფოლაქები.
რაც შეეხება კორტიკალურ ატროფიულ ცვლილებებს, ამ შემთხვევაში, საუბარია თავის ტვინის ზომიერად, დიფუზურად გამოხატულ ცვლილებებსა და სავარაუდოდ, თავის ტვინის ფუნქციის მოშლაზე.
პარანაზალური წიაღების პნევმატიზაცია კი, შესაძლოა გამოიწვია ცხვირის ძგიდის გამრუდებამ, ან ქრონიკულმა სინუსიტმა.
თქვენ მიერ წარმოდგენილი კვლევა გვაძლევს არსებული სურათის აღწერას და არა სრულ დიაგნოზს. ამ შედეგების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ნევროლოგის ან ნეიროქირურგის მიერ, პაციენტის მდგომარეობისა და ჩივილების გათვალისწინებით, ამიტომ, გირჩევთ მიმართოთ მას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/neiroqirurgia/37
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!