კითხვა: გამარჯობა ,გთხოვთ განმიმარტოთ რა დაავადებაა პროტრუზია და როგორ ვუმკურნალოთ?მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
პროტრუზია სიტყვასიტყვით ნიშნავს, გამობურცვას, გამობერვას, რომელიც იშვითად გვხვდება ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს.
მალთაშუა დისკის თიაქრების დროს შეინიშნება დისკის სხვადასხვა ზომის ლოკალური ამობურცულობა მალების სხეულების საზღვრებს მიღმა. ეს ჟღერს, როგორც დისკის ამობურცულობა ან მალთაშუა დისკის პროტრუზია. ეს ორი ტერმინი ურთიერთშენაცვლებადია და ჩვეულებრივ წარმოადგენენ ერთი და იმავე მდგომარეობის ორ სხვადასხვა ხარისხს. ამასთანავე რბილი ბირთვი რჩება ფიბროზული რგოლის ბოჭკოების შიგნით. ფიბროზული რგოლი კი სუსტდება და იწელება.
მალთაშუა დისკის პროტრუზიიის დროს რბილი ბირთვი რჩება გაწელილი ფიბროზული რგოლის საზღვრებში. მალთაშუა დისკი დეფორმირებულია ჰორიზონტალურ სიბრტყეში. ამობურცულობის სიმაღლე არ აღემატება მისი სიგანის 1/3-ს.
მკურნალობის მეთოდს დისტანციურად ვერ დაგინიშნავთ, ეს არაპროფესიულია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციაზე პარასკევს, შეფასდება ზოგადი მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ დამატებითი კვლევები და ამის შემდეგ დაგინიშნავთ აპრობირებულ მკურნალობას.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციაზე წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა